fbpx

მსხვერპლთა ქვეყანა

ტოტალური უპასუხისმგებლობის ეპოქაში ვცხოვრობთ. ყველა ბრძენია სხვის ომში. ყველა ცდილობს დამნაშავე იპოვოს. ეს ცხადია, უმეტეს შემთხვევაში, გულწრფელი სურვილითაა გამოწვეული, რაღაც შევცვალოთ უკეთესობისკენ. მაგრამ დამნაშავეების ძებნით, წყევლით, მიწაში ჩადებით და ამოღებით არასოდეს არაფერი შეცვლილა და არც შეიცვლება. ცვლილებები მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა ყველა თავის თავზე და თავის ცხოვრებაზე იღებს პასუხისმგებლობას. ეს კი რთულია. დატრიალდება კიდევ ერთი არნახული ტრაგედია, მოკლავენ მომდევნო ქალს, ცოტა ხანს გავბრაზდებით, მერე ყოველდღიურობა ისევ მიგვავიწყებს ტრაგედიას. ცოტა ხანში სხვას მოკლავენ… ვიბობოქრეთ ისევ… ემოციები ემოციებად, მაგრამ გამოსავალი სად არის? უამრავი პროექტი ხორციელდება ქალთა უფლებების დასაცავად, მაგალითად ასეთი: დაარიგებენ საინფორმაციო ფურცლებს, თუ თქვენზე ძალადობენ, აქ და აქ დარეკეთო. დარეკა, მერე? ქალებს რეალური დახმარება ჭირდებათ, შინაგანად, ფსიქოლოგიურად გაძლიერება ჭირდებათ. ის, რომ ისინი სრულყოფილი ადამიანები არიან, ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში უნდა ვასწავლოთ გოგონებს, უფრო სწორად, ჯერ მათ დედებს ჭირდებათ საკუთარი თავისადმი დამოკიდებულების “ჩასწორება”, რომ მერე გოგონებს ასწავლონ, რომ ისინი სრულფასოვანი ადამიანები არიან და არა მონები. დედებმა უნდა აღიქვან საკუთრი შვილები ასეთებად. მშობლების მიზანი გოგონას “პარტონს ჩაბარება” (საშინელი ფრაზაა, გეგონება ხბოს ყიდიან) კი არა, დამოუკიდებელი, თავისუფალი ადამიანის გაზრდა უნდა იყოს, ისეთი ადამიანის, რომელსაც შეუძლია საკუთარი საზღვრების დაცვა და თუ საჭიროა, რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებაც. სულ მიკვირს, ამ ბრძენ ენაში ქალისადმი ასეთი უდიერი დამოკიდებულება რატომაა ჩადებული. ვის მოუვიდა ნეტავ თავიდან აზრად, რომ ქალი უნდა ათხოვოს ვინმეს? გა-თხოვ-ილი, განა-თხოვ-არი, გამო-თხოვ-ილი, გასა-თხოვ-არი… გა-თხოვ-და, ანუ თავისმა მშობლიურმა ოჯახმა ათხოვა ვიღაცას?… თუ თხოვნაა აქ ძირი? ითხოვეს და გავატანეთ? რა თხოვება აგვიტყდა, სიტყვებიც რომ ქალებს ურახუნებს თავში, ცოცხია ათხოვო ვიღაცას? ფესვები სად არის ამ ყველაფრის? ერის ტოტალურ მსხვერპლობაშია ფესვები. არ ვიცი, ჩვენმა მსხვერპლურმა ბუნებამ მოიზიდა ჩვენი ტანჯული ისტორია თუ ტრაგიკულმა ისტორიამ ჩამოგვაყალიბა მსხვერპლ ერად, მაგრამ შედეგი სახეზეა. ტიპიური მსხვერპლები ვართ ქალებიც და კაცებიც. უდიდესი უმრავლესობა. არ მითხრათ ახლა, კაცი რა მსხვერპლიაო. აბა, ნორმალური და მაგარი კაცია ცოლს რომ მონასავით ექცევა? ნორმალური ფსიქიკისაა ქალს რომ ჩაგრავს (აუცილებელი არ არის, ურტყვადეს და კლავდეს, მორალურადაც შეიძლება მოკლა ადამიანი). არ არის ნორმალური, არ არის საღი, არ არის სრულყოფილი. მე ძალიან ბევრ ქალთან მიმუშავია და ვმუშაობ და ვიცი, როგორი “დახვეწილი” ფორმები არსებობს ქალებზე ძალადობის. დაწყებული იმით, რომ ყველაფერში დედაა დამნაშავე, მაშინაც კი, როცა გოგონა იბადება და მამას ბიჭი ნებავს, დამთავრებული ყოფითი ძალადობით. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ქალებსაც, იმდენად ღრმად გვაქვს გამჯდარი და დედებისგან და ბებიებისგან სისხლით და ხორცით გადმოცემული, რომ ქალს ევალება … და დიიიდი ჩამონათვალი, რა ევალება და რისი უფლება არ აქვს… მათ შორის ისიც, რომ არ აქვს უფლება, დრო დაუთმოს საკუთარ თავს, დაისვენოს, საკუთარი ნიჭების რეალიზების უფლება მიცეს თავს, მაშინ მაინც, როცა შვილები გაზრდილები არიან… ვინმე კი არ უშლის, თვითონ აქვს ტაბუ საკუთარ თავზე დადებული. და გარემოცვაც იმეორებს მის თვით-ტაბუს. იცით, როგორ უჭირს უმრავლესობას თუნდაც სულ პატარა სიამოვნების უფლება მიცეს თავს? სულ ცოტათი იზრუნოს საკუთარ თავზე? რა მიზნები, რის თვითრეალიზება, ნებისმიერ კურსს თუ ტრენინგს, რა თემატიკისაც უნდა იყოს, საკუთარი ფასეულობის მისხალმისხალ შეგროვებით ვიწყებთ, დიდი ტანჯვით ცდილობენ ქალები, როგორღაც შეიგრძნონ, რომ მნიშვნელოვნები არიან, კიდევ მეტად უჭირთ საკუთარი თავისთვის რაიმე სიკეთის უფლების მიცემა, სულ სხვებისგან ელიან დასტურს, მოწონებას, აღიარებას, ნებართვას, ბეჭდის დასმას… წლები ჭირდებათ, რომ სულ ცოტათი მაინც გამოვიდნენ ამ მსხვერლპობიდან. და ვინმეს ჯერა, რომ ასეთი ღრმა მსხვერპლობიდან ფლაერები, ლოზუნგები და მოწოდებები გამოგვიყვანს? არადა, მრავალჯერ მითქვამს და სრულიად დარწმუნებული ვარ ამაში: საქართველოში ქალების პოტენციალის მესამედიც კი რომ იყოს რეალიზებული, ქვეყანა ვერ გვაჯობებდა. მაგრამ ვის უნდა რეალიზებული ქალები? თუ ვინმეს მართლა გული შესტკივა ქალებზე და ყველა ეს პროექტები სათქმელად კი არ არის, მართლა საქმეს ემსახურება, დაეხმარეთ ქალებს გამოვიდნენ ფსიქოლოგიური მონობიდან, მოიშორონ ეს საუკუნეების მანძილზე გენეტიკაში ჩაწერილი მსხვერპლობა, დაეხმარეთ თავინთი ნიჭები გამოავლინონ, რეალიზებულები იყვნენ, მოახმარონ ადამიანებს და ქვეყანას თავისი ენერგია და უნარები. ოღონდ ისევ და ისევ, არ ვიცი, ეს ვის უნდა მოვთხოვოთ, ვის მოხვდება მართლა გულზე, ვინ შეიწუხებს მართლა თავს.. ვინ? ძალიან გამეხარდება თუ ასეთი სტრუქტურები რეალურად არსებობოენ და უბრალოდ მე არ ვიცი. სამაგიეროდ რაც ზუსტად ვიცი, ის არის, რომ საკუთარ თავში უნდა ვეცადოთ ამ ცვლილებების მოხდენას, ჩვენში შევცვალოთ, რაც შესაცვლელია, მერე შვილებიც უფრო თავდაჯერებულები გაიზრდებიან, და ასე სხვა ქალების დახმარებასაც უფრო შევძლებთ. მესმის, რომ ამას დრო ჭირდება. მაგრამ ის მაინც ვიცი, რომ ეს შედეგიანი გზაა. ქალი, რომელსაც აქვს საკუთარი ფასეულობის შეგრძნება, რომელმაც იცის, რომ აქვს უფლება იყოს ისეთი, როგორიც არის და არ ჭირდება არავის ფექვეშ ტილოდ გაწოლა, რომ სიცოცხლის უფლება მოიპოვოს, არ დაუშვებს, რომ ან მასზე აწიოს ვინმემ ხელი, ან მის გოგონაზე. ჩემი საყვარელი ფრაზაა: თუ ქალი ბედნიერია, ოჯახიც ბედნიერია. და ყველაფერი, რასაც ვაკეთებ – ჩემი წიგნები, კურსები, ველნესუქმეები, ინდივიდუალური მუშაობა, საგვარეულო სცენარების შეცვლის კურსი, ყველაფერი იმისთვისაა, რომ ქალები იყვნენ უფრო ბედნიერები და გააბედნიერონ თავისი ოჯახებიც. წიგნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მგონია ამ საქმეში, იმიტომ რომ ისინი საშუალებას მაძლევს მეტ ქალს მივწვდე. ზოგადად, რთულია ძალიან ამ თემაზე წერა. უფრო რთულია მხოლოდ წერა კი არა, რაიმე გამოსავლის შეთავაზება. მეტისმეტად დიდი და გლობალურია პრობლემა და ერთეული ადამიანების დონეზე ის ვერ გადაწყდება. მაგრამ ყველამ ჩვენ ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ვცადოთ. მეც ვცდილობ. მიხარია, რომ მართალია, ცოტას, მაგრამ მაინც ვეხმარები ქალებს საკუთარი ადგილის პოვნაში. და რომ მინდა მეტს მივაწვდინო ხმა და დახმარების ხელი, სწორედ ამ სურვილმა მოიტანა იდეა ტრენინგის წიგნად გამოცემის შესახებ. ეს მიზანი ქონდა თავის დროზე სამასმეერთეს წიგნ ტრენინგად გამოცემას და ეს მიზანი აქვს ახლა ELPOT -ის გამოცემას, წიგნის, რომელსაც ახლავს ვიდეო გაკვეთილები. ამ წიგნი-ტრენინგების ყველაზე, ყველაზე, ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი და შედეგი სწორედ საკუთარი ფასეულობის დანახვა, საკუთარი სიცოცხლის დაფასება, საკუთარი ადგილის პოვნა, ნიჭების აღმოჩენა და თვითრეალიზებაა საკუთარი თავის სასიკეთოდ, ოჯახის სასიკეთოდ და ადამიანების სასიკეთოდ. ქალებო! არასოდეს იგრძნოთ თავი დამნაშავედ, იმის გამო, რომ ვიღაცას ურჩევნია სხვანაირს გხედავდეთ, მისთვის უფრო კომფორტულს და ხელსაყრელს. არასოდეს მიცეთ უფლება არავის, მოგექცეთ როგორც მეორეხარისხოვანს. და არასოდეს მიცეთ არავის უფლება თქვენი სიცოცხლის თუნდაც ერთი დღე კოშმარად გიქციოთ. სულ გახსოვდეთ, რომ თქვენ იმსახურებთ ბედნიერ ქალობას. თქვენ იმსახურებთ სრულყოფილ სიცოცხლეს. თქვენ იმსახურებთ ყველაფერ საუკეთესოს.

მსხვერპლთა ქვეყანა Read More »

უხილავი მსხვერპლების გასაგონად…

ბავშვობიდან ვერ ვიტან ძალადობას. სოფელში ბაყაყებს ბერავდნენ ხოლმე ბავშვები, კატებს აწვალებდნენ, სულ ვეჩხუბებოდი. ტარაკანას და ობობასაც კი არ ვკლავ, თუ შესაძლებელია, ვიჭერ და გარეთ გამყავს. და წარმოიდგინეთ, როგორი დამოკიდებულება მაქვს ადამიანებზე ძალადობის მიმართ. ძალიან ბევრს ვფიქრობ ამაზე და სულ ვეძებ ცხადია, გამოსავალს. როცა მე თვითგანვითარების და პიროვნული ზრდის მიმართულებით დავიწყე მუშაობა, მაშინ ქალებზე ძალადობას ასეთი აგრესიული და ღია ფორმა არ ქონდა. უფრო დახვეწილი და შეფარული იყო ძალადობის ფორმები, და ეს გოგონას დაბადების მომენტიდან იწყებოდა. ბიჭი თუ დაიბადებოდა, თოფს ისროდნენ, ქვეყანამ გაიგოსო, გოგო თუ დაიბადებოდა, ჩუმად გაიპარებოდნენ სახლში. ბიჭი თუ დაიბადებოდა, მამა გაფხორილი ინდაურივით იჯდა სუფრის თავში, გოგო თუ დაიბადებოდა, დამარცხებული მორცხვად ხრიდა თავს, რაღაცა არ გამოუვიდა. და ასე გრძელდებოდა დისკრიმინაცია ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე და სხვადასხვა სიტუაციაში. უმეტესად ასე იყო. კიდევ კარგი ჩემს მეუღლეს არ აწუხებდა ასეთი კომპლექსები, თავიდანვე სულ უნდოდა გოგო გვყოლოდა, ოთხი ბიჭის მერე კი შეუსრულდა ოცნება და უფალმა მარიამი გვაჩუქა. და ღმერთმა არ ქნას, ოდესმე ვინმეს აზრად მოუვიდეს ჩვენს მარიმს ცუდად შეეხოს სიტყვითაც კი, ხელის შეხებაზე არც ვლაპარაკობ. მე ჩემს შვილებსაც არ მივცემ ცოლების დაჩაგვრის უფლებას, თუ გავიგებ, რასაკვირველია, პირიქით, სულ გოგოების მხარეს ვარ. მთელი ჩემი მუშაობაც, ქოუჩინგი, წიგნები, კურსები, პირადი საუბრები, ინდივიდუალური მუშაობა სულ იმისკენაა მიმართული, რომ ქალებმა დაძლიონ ეს გენეტიკური მსხვერპლობა და სრულფასოვან და სასურველ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ თუნდაც მოწიფულ ასაკში მაინც. ძალიან ბევრ ქალთან მისაუბრია, მიმუშავია და ბევრიც მიფიქრია ამაზე. ჩემს აზრს მოგახსენებთ. უფრო სწორად, გამოსავალს. დამნაშავე უნდა დაისაჯოს. ეს ერთ მნიშვნელოვანია. მაგრამ ეს არ არის გამოსავალი, ეს არ შეცვლის მომავალს. ისევე, როგორც არაფერს შეცვლის ვინმეს დადანაშაულება, ქალის მშობლების, კაცის დედის ( დედამ გაზარდა ასეთი), საზოგადოების, მეზობლების და მეგობრების, ტრადიციების, გენეტიკის… ჩვენ გამოსავალი უფრო გვაინტერესებს. პრობლემა სასწრაფოდ მოსაგვარებელია. სანამ ჩვენ დამნაშავეებს ვეძებთ, მსხვერპლების რიცხვი მატურლობს. გარდა ხილული მსხვერპლებისა, რომლების სიცოცხლეც უკვე შეიწირა ამ უკუღმართმა დამოკიდებულებამ ქალებისადმი, არსებობს კიდევ ათასჯერ და ათიათასჯერ მეტი უხილავი მსხვერპლი. ისინი, ვინც არ მოკლეს და ამიტომ არც არაფერი ვიცით მათი ტანჯვის შესახებ. ისინი, ვისზეც ფსიქოლოგიურად და მორალურად ძალადობენ, ფიზიკურდაც. ისინი, ვისაც ყოველ წამს აგრძნობინებენ, რომ არარაობაა და მისი სიცოცხლე არაფრად ღირს. და სამწუხაროდ, ისინი, ვინც უკვე „დაჯილდოვდნენ“ ხშირ შემთხვევაში ქალური ორგანოების სიცოცხლისთვის საშიში დაავადებებით, რომელთა ფსიქოსომატიკა პირდაპირ გვეუბნება, რომ ასეთი ქალები, როგორც წესი, ხდებიან საკუთარი უსუსურობის, საკუთარი ქალურობის მიუღებლობის, მამაკაცის აგრესიის და დესპოტიზმის მსხვერპლები, საიდანაც ვერ პოულობენ გამოსავალს. ქალური დაავადებების გარდა, ბევრი სხვა რამითაც დაიხუნძლენ ქალები, მაგრამ მე ახლან მხოლოდ იმაზე ვსაუბრობ, რაც სიცოცხლისთვის საშიშია. ეს პოსტი ძალიან დიდი რომ არ გამოვიდეს, მომდევნო პოსტში ჩამოგითვლით მხოლოდ ერთი დაავდების, მაგალითად საკვერცხეების კიბოს ფსიქოსომატიკას, ანუ რა ფსიქოტრავმები უწყობს ხელს ამ დაავადების წარმოქმნას. დასკვნები თავად გამოიტანეთ. სად არის გამოსავალი? გამოსავალი თქვენშია ქალებო, თქვენ უნდა იპოვოთ ძალა საკუთარ თავში. ვერც პოლიცია დაგიჯდებათ სახლში, ვერც სახელმწიფო, ვერც არასამთავრობო, ვერც სამთავრობო. ხომ ასეა? გარეშე ძალა თქვენ ვერ დაგიცავთ. ძალა თქვენშია, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ საკუთრი თავი და დაიცვათ თქვენი გოგონები და ბიჭებიც. გაზარდოთ ისინი სრულფასოვან ადამიანებად და არა მსხვერპლებად და მჩაგვრელებად. არ მინდა შეგაშინოთ და რაღაც ცუდი სცენარები დაგანხვოთ, არა, მე მინდა რეალობა გააცნობიეროთ, ქალებო, დაინახოთ, თქვენი დღევანდელი პრობლემები თქვენი ხვალინდელი დაავადებებია, ხშირად სიცოცხლისთვის საშიშიც. და მიზეზი, აბა, ბავშვებს რა ვუყოო, აქ სრულიად უადგილოა – თქვენ თუ დაავადმყოფდებით, მაშინ რა ეშველებათ ბავშვებს? ამის მერე სანამ მორიგ შეურაცხყოფას გადაყლაპავთ, გინებას მოითმენთ, შემოლაწუნებასაც გაატარებთ, ჩაგვრას აიტანთ, ძალადობაზე გაჩუმდებით, საკუთარ ოცნებებზე და სურვილებზე უარს იტყვით რომელიმე მჩაგვრელის საამებლად, კარგად დაფიქრდით, რა მოჰყვება ამას, და კიდევ უფრო მეტად დაფიქრდით აი, რაზე: დედის ბედს შვილი იმეორებს. მით უმეტეს, თუ გოგონა გყავთ. იმიტომ, რომ ქალური მსხვერპლობის თემა უმეტესობას საგვარეულო სცენარებით გვაქვს მიღებული და ის გადადის თაობიდან თაობაზე, სანამ ერთხელაც რომელიმე ქალი არ იტყვის: მორჩაა, მე ამას აღარ ავიტან, მე შევიცვლები და შევცლი ჩემს ცხოვრებას, იმისათვის, რომ ვიყო ამ სამყაროს სრულყოფილი ნაწილი და იმისათვის, რომ ჩემს შვილებს არ მოუწიოთ იგივეს გავლა. თქვენ გინდათ თქვენი შვილიც თქვენს დღეში აღმოჩნდეს? თუ არ გინდათ, მოიკრიბეთ ძალა, ენერგია, გააღვიძეთ საკუთრ თავში ქალი… დედა გააღვიძეთ, დედა. დედობა მხოლოდ სადილი და ვახშამი, ფულით უზრუნველყოფა და საჩუქრების ყიდვა არ არის. დედობა პირველ რიგში პირადი მაგალითით იმის ჩვენებაა, როგორ უნდა იცხოვროს თქვენმა შვილმა, რომ იყოს ბედნიერი. თქვენი ცხოვრება არის იმის მაგალითი, როგორ უნდა იცხოვროს თქვენმა შვილმა? დაფიქრდით ამაზე. დაანაბეთ თავი კაცები რას მიხვდებიან და რას არა, რას შეცვლიან და რას არა. სახელმწიფო დაგვიცავს თუ არა. ყველა თავის ინტერესებს იცავს. თქვენ თქვენს სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე იზრუნეთ და ოდესმე ყველა მიხვდება, რომ მხოლოდ ბედნიერი ქალი= ბედნიერ ოჯახს. ღირს ამისთვის თავის შეწუხება? ღირს. ეს არის გამოსავალი. ამის წამალია საგვარეულო სცენარებზე მუშაობა, საკუთარ მსხვერპლობაზე მუშაობა, საკუთრი ნიჭების დანახვა და აღიარება, საკუთარი მნიშვნელოვნების შეცნობა და შეგრძნება. ამ ძალადობის პანდემიიდან თავის დახსნის სხვა გზებიც შეიძლება არსებობს, მე არ ვიცი. მე ვიცი, რომ თქვენ უნდა გაძლიერდეთ, საკუთარი ძალების რწმენა უნდა გქონდეთ, უნდა იცოდეთ, რომ თქვენი სიცოცხლე ძვირფასია, თქვენი გოგონების სიცოცხლე ძვირფასია და არავის, არავის მიცეთ უფლება წაგართვათ ჯანმრთელ ქალად ყოფნის უფლება, სიცოცხლის უფლება, ბედნიერების უფლება, სამყაროს სრულყოფილ ნაწილად ყოფნის უფლება. არავის. წერტილი.

უხილავი მსხვერპლების გასაგონად… Read More »

გენიალური ვირთხების მარათონი – ექსპერიმენტი და შედეგი, რომელიც ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ…

რა გავლენა აქვს ფიქრს და როგორ მოქმედებს ის არა მარტო საკუთარ, არამედ თქვენი შვილებისა და ახლობლების ცხოვრებაზე – ამას, წარმატების ექსპერტისგან, თამარ საგინაშვილისგან შეიტყობთ. თამარ საგინაშვილი: დღეს, ერთ არაჩვეულებრივ ექსპერიმენტზე მინდა მოგიყვეთ, რომელიც ავსტრალიაში ჩაატარეს. მეცნიერებმა აიყვანეს ვირთხების ორი ჯგუფი და მათზე დამკვირვებელი სტუდენტების ასევე ორი ჯგუფი. რეალურად, ცდის პირები ვირთხები კი არა, სტუდენტები იყვნენ:)))) სტუდენტების ერთ ჯგუფს უთხრეს, რომ მათი დაკვირვების ქვეშ მყოფ მღრღნელებს ჰქონდათ სრულიად არაორდინალური ან უკეთ რომ ვთქვათ “არავირთხული” მონაცემები და ისინი გამოირჩეოდნენ ინტელექტით:))) ხოლო მეორე ჯგუფს უთხრეს, რომ მათ ჰყავდათ ჩვეულებრივი ვირთხები. “ტვინიანი” და უტვინო ვირთხების ამოცანა იყო ლაბირინთების გავლით მიეღწიათ საკვებამდე. გემრიელი საკვების სუნი ერთნაირად სცემდა გენიალური და რიგითი ვირთხების ყნოსვას და ისინი ცხადია, ერთნაირი მონდომებით მიიწევდნენ ამ სუნის წყაროსკენ. მაგრამ… მართლაც რომ ჰოი, საოცრებავ!!! ვირთხებმა, რომლებიც მათზე დამკვირვებელ სტუდენტებს განსაკუთრებულები ეგონათ, ბევრად ადრე გადალახეს ყველა წინააღმდეგობა და “გონებრივად ჩამორჩენილ” თანამოძმეებთან შედარებით ბევრად ადრე ჩაიტკბარუნეს პირი. ანუ, მათ გააკეთეს ის, რასაც მათგან ელოდნენ!!! ვაჯამებ: ეს ვირთხები კი ეგონათ იმ არასერიოზულ სტუდენტებს გენიოსები ( აბა, სერიოზულად როგორ შეიძლება დაიჯერო ვირთხების გენიალურობა) მაგრამ ცხადია, სინამდვილეში მათ ინტელექტის ნატამალიც კი არ გააჩნიათ. და მაინც, მათ ღირსეულად შეასრულეს ის როლი, რასაც მათგან ელოდნენ. ამ შედეგმა სერიოზულად დააყენა ეჭვქვეშ დედამიწაზე მანამდე და მის მერე ჩატარებული ცდების და კვლევების შედეგები. და ამ მიმართულებით კიდევ ბევრი „იექსპერიმენტეს“. მაგრამ ახლა სხვა რამეზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება. კითხვა მინდა დავსვა: თუკი „ტვინის ნატამალ-არმქონე“ ვირთხები ასე რეაგირებენ მოლოდინზე, მაშინ რაღა ვთქვათ ბავშვებზე, რომლებიც ძირითადად მუდმივი შენიშვნების და ნეგატიური მოლოდინის პირობებში ცხოვრობენ? რას ველით ძირითადად მათგან? რომ ისინი კარგი, ჯანმრთელი, ბედნიერი, მხიარული, რეალიზებული ბავშვები იქნებიან, რომლებსაც დიდობაში მშვიდი და უზრუნველი ცხოვრება ექნებათ? რომელი გიჟი იფიქრებს ასე! ფიქრით კი შეიძლება იფიქროს, ოცნების დონეზე, მაგრამ მოლოდინი სულ სხვა რამის გვაქვს მშობლებს. გვეშინია ვირუსების, ეპიდემიების, ცუდი წრის, ნარკოტიკების……. ბავშვების და მოზარდებისგან ელიან იმას, რასაც ღებულობენ კიდეც: ავადმყოფობას, პრობლემებს, გარდამავალი ასაკის სირთულეებს, გაუთავებელ ლაპარაკს მათთან ხელის დაბანაზე, კბილის გახეხვაზე, საჭმლის ჭამაზე, მეცადინეობაზე… და ჩვენი გენიალური ბავშვები გენიალურად ასრულებენ მშობლების, მასწავლებლების და ნათესავების შეკვეთებს. ანდა, რას ველით ჩვენ საკუთარი თავისგან? ეს კიდევ უფრო მტკივნეული თემაა და აღარ გავაგრძელებ, ისედაც ყველაფერი გასაგებია. და რას ველით სხვა ადამიანებისგან? სიყვარულს, სითბოს, პატიებას, მადლიერებას? თუ თქვენ იმ გამონაკლისების რიცხვს მიეკუთვნებით, ვინც ამას გულწრფელად ელის, მაშინ დარწმუნებული ვარ, სწორედ ასეთია თქვენი რეალობა. და როგორ, რა ინსტრუმენტებით მოქმედებს მოლოდინი? როგორ მართავს ის პიროვნებებს, ფენებს, ერებს, საზოგადოებებს? მისი იარაღი არის სიტყვა, მეგობრებო! სიტყვა, რომელიც ჩნდება ცნობიერებაში და ქმნის თავისი შინაარსის შესაბამის წარმოსახვებს და სურათებს ჩვენს გონებაში. თუ თქვენ იცით, რომ ეს ვირთხა გენიალურია, თქვენი ტვინი მყისიერად ხედავს გენიალურ ვირთხას და რასაც ხედავს, იმას ან-ხორცი-ელებს! ანხორციელებს! ანუ ხორცს ასხამს! რას გთავაზობთ? იფიქრეთ იმაზე, რაც გინდათ და არა იმაზე, რაც არ გინდათ!ანუ იფიქრეთ: ჯანმრთელობაზე და არა ავადმყოფობაზე; სიუხვეზე და არა სიღარიბეზე; სიყვარულზე და არა სიძულვილზე; ბედნიერებაზე და არა უბედურებაზე; სრულყოფილ, გონიერ, მხიარულ ბავშვებზე და არა მათ მოსალოდნელ პრობლემებზე. შექმენით მოლოდინი არა იმისა, რისიც გეშინიათ, არამედ იმისი, რაც ნამდვილად გინდათ რომ მიიღოთ! როგორ მარტივად და გენიალურადაა მოწყობილი სამყარო და რა არაჩვეულებრივი იქნებოდა ცხოვრება, ადამიანის ტვინს ამ ყველაფრის გადაბრუნება რომ არ შეეძლოს :)) სიტყვა და მისი ძალა იქნება ჩვენი მომდევნო პოსტის თემა. გადაბრუნებული ტვინების გადმობრუნებას კი არ მგონია პოსტებმა უშველოს. თუმცა… ვინ იცის, ოდესღაც ჩემი ცხოვრებაც საჭირო ადგილას და საჭირო დროს სწორად ნათქვამმა სიტყვამ გადაწყვიტა.დღემდე მახსოვს ეს წამები. მინდა, რომ რომელიმე პოსტის კითხვის დროს ზუსტად ასეთი შემობრუნება მოხდეს მათ გონებაში და შემდეგ ცხოვრებაში, ვისაც ეს ძალიან უნდა. სიყვარულით და თქვენი უსაზღვრო შესაძლებლობების რწმენით თამარ საგინაშვილი წყარო: http://JOLO.GE

გენიალური ვირთხების მარათონი – ექსპერიმენტი და შედეგი, რომელიც ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ… Read More »

ერთი დღის ორი ვერსია, ანუ როგორ დავიბრუნოთ დაკარგული ენერგია

ავტორი ჟოლო თებერვალი 28, 2017 935 ნახვა „ავიღე ფურცელი, კალამი და დავიწყე წერა. საოცარი სისწრაფით ვწერდი სურვილებს და იქვე ვუწერდი – ვაუქმებ, ვაუქმებ, ვაუქმებ!“ – ეს იმ სავარჯიშოს შემადგენელი ნაწილია, რომელიც უხასიათოდ მყოფსა და თუნდაც საკუთარ თავზე გაბრაზებულს ძალიან წაგეშველებათ.   გაეცანით თამარ საგინაშვილის ამ საოცარ სავარჯიშოს და ნახეთ თუ რა ძალა აქვს ფურცელს გაუქმებული სურვილებით. „სამასმეერთე მილიონერის“ ავტორი გასწავლით თუ რამდენიმე წუთში როგორ შეცვალოთ „რეალობა“, როგორ ავიმაღლოთ თვითშეფასება და განახლებული ენერგიით როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება. ძალიან სასაცილო რაღაც შემემთხვა ლატანსკის ერთ-ერთი ონლაინ ტრენინგის შემდეგ ხუთმა ქალმა შევქმენით ჯგუფი სკაიპში და ფბ-ზე მხოლოდ ჩვენთვის. იქ მხოლოდ ჩვენ ვკონტაქტობთ, სხვა არასოდეს შემოსულა ამ ჯგუფებში. უკვე ორი წელია ვწერთ ამ ჯგუფში ანგარიშებს განვლილი დღის შესახებ. ეს გვეხმარება წინსვლაში და გაცნობიერებულად ცხოვრებაში. ამ ჯგუფზე მე ცალკე დავწერ პოსტს და ვფიქრობ, წიგნსაც. ბოლო დღეები ცოტა უხასიათოდ ვიყავი და ჯგუფში ანგარიში არ დამიწერია. გუშინ გადავწყვიტე რაიმე მაინც დამეწერა. თან შესავალი გავაკეთე, ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ, მაგრამ ბოლომდე არ ვიწუწუნებ, უბრალოდ დღის შედეგებს მოგიყვებით-მეთქი. ჩემი ანგარიში საკმაოდ დიდი და არც თუ სასიამოვნო წასაკითხი გამოვიდა. მხოლოდ მოკლე შინაარსს მოგიყვებით: დავწერე, რომ იმდენად უჩვეულოდ ცუდად ვგრძნობდი თავს, რომ წესიერად მადლობაც კი ვერ გადავუხადე ჩემს მეგობრებს – ნატაშას და ნადიას, რომლებიც დამეხმარნენ, იმუშავეს ჩემთან, რომ გამეანალიზებინა ის არასასიამოვნო, რაც მოხდა და რამაც გამიფუჭა განწყობა. რომ ვარ უკმაყოფილო საკუთარი თავით იმიტომ, რომ საჭირო დროს ბოლომდე ვერ შევინარჩუნე სიმშვიდე და ვერ გავუძელი ნეგატივში ჩაყოლის ცდუნებას. რომ ჯერ კიდევ ვერ მოვედი აზრზე და ვერ ჩავდექი ფორმაში. რომ არ ვიცი, რა უნდა შეცვალო და როგორ გავხდე უფრო ორგანიზებული როგორ მოვასწრო მეტი. რომ ჩემს თავში და ჩემს საქმეში სრული აურზაურია და რომ ისევ ვდგავარ გზაგასაყართან და უნდა ავირჩიო სწორი გზა, მაგრამ არ ვიცი, რომელია ეს სწორი გზა… მოკლედ, ბევრი და ფილოსოფიურად ვიწუწუნე, ჭკვიანური და ვინმესთვის სასარგებლო არაფერი წამომცდენია. ბოლოს მადლიერება კი გამოვხატე ვითომ ყველას და ყველაფრის მიმართ, მაგრამ ეს აშკარად არ იყო გულით ნათქვამი მადლიერება, უფრო იმას გავდა, როცა ნასწავლ მადლიერებას და პოზიტივს გამოვხატავთ. დავამთავრე პოსტის წერა, გავაზიარე და დავფიქრდი, ძალიან დამძიმებული მაქვს გული, წუწუნმაც არ მიშველა (რატომღაც რომ ეშველა! წუწუნი რომ საქმეს შველოდეს, ადამიანების სამი მეოთხედი თუ არა, ნახევარი მაინც ძალიან ბედნიერი იქნებოდა), ვარ ცუდ ხასიათზე… და რა გინდა გავაკეთო?- ვკითხე საკუთარ თავს დარწმუნებულმა, რომ ჩემი ავადმყოფობის წამალი მე ყველაზე უკეთ ვიცი. მაშინვე ერთი სავარჯიშო გამახსენდა. ქვია „გააუქმე…“ ავიღე ფურცელი, კალამი და დავიწყე წერა. საოცარი სისწრაფით ვწერდი სურვილებს და იქვე ვუწერდი – ვაუქმებ, ვაუქმებ, ვაუქმებ! თურმე რა გაბრაზებული ვყოფილვარ საკუთარ დროში გაწელილ სურვილებზე;))) ისეთი ძალით ვუსვამდი ჯვარედინ ხაზებს გაუქმების ნიშნად, რომ მესამე ფურცელზე ჩანდა ანაბეჭდი. ასე გავავსე რამოდენიმე ფურცელი გაუქმებული სურვილებით. როცა დავამთავრე. უკვე ძილის დრო იყო. მაგრამ უეცრად მომინდა მომდევნო დღე დამეგეგმა, რაც დიდი ხანია არ გამიკეთებია, იმიტომ, რომ ქალი ცუდ ხასიათზე ვიყავი და რა დროს დაგეგმვა იყო! დეტალურად გავწერე მეორე დღე დაწყებული 5.40 ზე გაღვიძებთ, რაც ასევე დიდი ხანია არ გამიკეთებია და ჩემი ჩვეულებრივი რეჟიმით – ტიბეტური ვარჯიშებით, სახის აერობიკით, მუცლის ვარჯიშით და ასე შემდეგ. მერე რატომღაც მომინდა დღის მადლიერებაც დამეწერა. რისთვის ვარ დღეს გულწრფელად მადლიერი? თუმცა ვფიქრობდი, რომ დიდი სამადლობელი და კარგი არაფერი მომხდარა, მაგრამ წვრილმანებს მაინც გავიხსენებ-მეთქი. ……….. და პირველი წერილის დაწერიდან ზუსტად ერთ საათში მეორე პოსტი დავდე ჩემს ზემოთხსენებულ ჯგუფში: „გოგოგებო, ახლა დაეცემით!!! მეორე პოსტს ვწერ (ხან ერთსაც არ ვწერJ))) იმიტომ, რომ ბოლო ერთ საათში უამრავი რამ გავაკეთე და ბევრ რამეს მივხვდი და ვიცი გაგეხარდებათ ამის წაკითხვა. უი! და ახლა იცით, კიდევ რას მივხვდი? ასეთ აქტიურ და პოზიტიურ ფაზაში სურვილების გაუქმების მერე აღმოვჩნდი – ამან, როგორც ჩანს, უზარმაზარი ენერგია დამიბრუნა!!! და რატომღაც, მოქმედების სურვილი გამიღვიძა. მაგრამ რაც მთავარია, როგორც კი დავმშვიდდი, დავინახე, რომ დღეს საოცრად ნაყოფიერი დღე მქონია თურმე. ჩავატარე პირველი ინდივიდუალური სესია ერთ ძალიან საყვარელ ქალთან. თან ჩემი სურვილით ოფისში მივედი მასთან, რასაც საერთოდ არასოდეს ვაკეთებ. შემდეგ ვესაუბრე მეორე არაჩვეულებრივ ქალს და მისგან საოცარი სითბო და სიყვარული ვიგრძენი, ეს ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩემთვის. მე მას მადლობა გადავუხადე სიკეთისთვის, მან კი მითხრა, რომ მადლობელია, რადგან ამდენ ადამიანს ვეხმარები (და წარმოიდგინეთ, ისეთი ჩაბნელებული სათვალით ვუყურებდი სამყაროს, რომ ამ სიტყვებმაც კი ვერ მომიყვანა აზრზე). ვესაუბრე ერთ ახალ მსმენელს, შეავსო წინასაკოუჩინგო ანკეტები და შევთანხმდით ხვალ შეხვედრაზე“. ესეც დავამატე ჩემს მეორე პოსტს. კიდევ გამახსენდა, რომ დილით ერთი საყვარელი და ძალიან ეფექტური სავარჯიშოც გავაკეთე და წარსულში დავტოვე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელთა თავიდან მოშორებაც აუცილებლად მინდოდა. და კიდევ რამდენიმე ჩანაწერს მოვუსმინე. დავეხმარე ჩემს შვილებს მეცადინეობაში და კიდევ რაღაც საქმეები მოვაგვარე. მეტი რა შედეგი უნდა მიმეღო ერთი დღიდან? რას ვთხოვდი საკუთარ თავს? თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ მე ახლა რაღაცას ვამძაფრებ და ვამუქებ, რომ რაც შეიძლება კონტრასტული იყოს ერთი დღის ორი ვერსია გავლილი და დანახული ერთი და იგივე ადამიანის მიერ. მაგრამ გარწმუნებთ, ამ შემთხვევას არავითარი გამძაფრება არ ჭირდება. თუ გსურთ, შეგიძლიათ გაითვალისწინოთ ეს ჩემი გამოცდილება. როცა ცუდ ხასიათზე ხართ და თვლით, რომ დღე უნაყოფო იყო, გააკეთეთ რაიმე, რომ ხასიათი ცოტა მაინც გამოგიკეთდეთ. ეს ადვილია. თუნდაც გააკეთეთ სურვილების გაუქმების სავარჯიშო. როცა ჩვენს თავში ჩნდება სურვილი – მე ეს მინდა გავაკეთო, მინდა ინგლისური დავხვეწო, მინდა მართვის მოწმობა ავიღო, მინდა ვარჯიში დავწყო, მინდა ქაღალდები დავალაგო, ორშაბათიდან დიეტას ვიწყებ, იმ კვირიდან დილაობით ვისეირნებ და ასე შემდეგ, მაშინვე გამოიყოფა ენერგია, რომელიც ამ სურვილის განხორციელებისთვისაა საჭირო. თუ ვაკეთებთ, რაც ვთქვით, ენერგია გვიბრუნდება, თანაც ყოველი შესრულებული საქმის მერე ჩვენი თვითშეფასება მაღლდება. თუ არ ვაკეთებთ იმას, რაც გვინდოდა გაგვეკეთებინა, ეს გამოყოფილი ენერგია სადღაც რჩება დაკიდებული. და რასაკვირველია ეს ენერგია ჩვენ გვაკლდება. და წარმოიდგინეთ, რამდენი შეუსრულებელი სურვილი კიდია ჰაერში. შემდეგ უფრო უარესი ხდება – გვიღრმავდება დანაშაულის გრძნობა, რაც ისედაც უმრავლესობას აწუხებს და ხელს გვიშლის ზოგადად წარმატებაში და განსაკუთრებით საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში. ხოლო როცა ამ სურვილებს სამუდამოდ ვაუქმებთ ან მანამდე, სანამ რეალურად ამის კეთების დრო არ მოვა, მაშინ ამ დაკარგულ ენერგიას ვიბრუნებთ, ვანულებთ დანაშაულის გრძნობას შეუსრულებელი საქმეების და სურვილების გამო და თითქოს რესტარტს ვაკეთებთ – განახლებული ენერგიით ვიწყებთ ცხოვრებას. ასე განვახლდი მეც და აღმოვაჩინე, რომ დღე, რომელიც უაზრო, ნაცრისფერი და ბრაზიანი მეგონა თურმე საკმაოდ ნაყოფიერი, სავსე და პოზიტიური ყოფილა. გააჩნია, რა ფერის სათვალით შევხედავდი!!! ბევრად უფრო ადვილია ცხოვრება, როცა ფიქრობ, რომ შენზე არაფერია დამოკიდებული და დღე თუ ღრუბლიანია, ის ყველა შემთხვევაში ღრუბლიანი და ნაცრისფერი იქნება იმისდა მიუხედავად, შენ როგორ უყურებ მას. თუ ასე ფიქრობთ, მართალი ხართ, ეს თქვენი სიმართლეა და თუ გსურთ ასეთი სიმართლით იაროთ, ესეც თქვენი გადაწყვეტილებაა. მე მაინც გამეხარდებოდა, ერთხელ მაინც გეცადათ რაღაცის შეცვლა. სიყვარულით და თქვენი უსაზღვრო შესაძლებლობების რწმენით თამარ საგინაშვილი, ტრენერი, ქოუჩი

ერთი დღის ორი ვერსია, ანუ როგორ დავიბრუნოთ დაკარგული ენერგია Read More »

სადაც მიდის ჩვენი ყურადღება, იქ მიდის ჩვენი ენერგიაც …

ავტორი ჟოლო იანვარი 29, 2021 149 ნახვა ყველაფერი, რასაც დიდ ენერგიას ვახმართ, დიდ ყურადღებას ვუთმობთ, მრავლდება, იფურჩქნება, დიდდება, იზრდება. მცენარეც კი უკეთ იზრდება, თუ მას ჩვენი ყურადღებით “ვკვებავთ”.სადაც მიდის ჩვენი ყურადღება, იქ მიდის ჩვენი ენერგია.და ახლა რას “კვებავს” მთელი მსოფლიო?რას ახმარს მთელ თავის ენერგიას?🤔🤔🤔🤔🤔🤔🤔 გამოცანა გერგებათ😏😏😏 ამიტომ:გამორთეთ ეს ოხერი ფბ, მიაყოლეთ საინფორმაციო საიტები, ტელევიზორი, (დღეში ერთხელ საკმარისია სიახლეების მოსმენა. თუ რამე მნიშვნელოვანი ხდება, ისედაც გაიგებთ) გამორთეთ რადიო, მეზობლის ქალი, რომელიც პანიკობს, ტელეფონზე დააყენეთ ზუმერი – “თუ რამე ცუდზე აპირებ საუბარს, სჯობს შენ თვითონ “დაახვიო ” 😀😀 მარტივი და სასარგებლო ტექნიკააიღეთ კალამი და ფურცელი, (არავითარი კომპი და კლავიატურა,) და დაწერეთ ყველაფერი, ყველაფერი, ყველაფერი რაც ახლა თავში გაქთ. ყველა ფიქრი, ყველა აზრი, სიტყა წინადადება გულწრფელად, ყოველგვარი დალაგების, შელამაზების, კორექტირების და რედაქტირების გარეშე. თუნდაც უცენზურო სიტყვები მოგივიდეთ თავში, დაწერეთ.ტვინს აქვს ძალიან კარგი თვისება – ფურცელს რომ მიანდობს ყველაფერს, თვითონ აღარ აკავებს აქტიურ მეხსიერებაში.ნახეთ, როგორ დაგიმსუბუქდებათ თავი. შეიძლება კარგი იდეებიც მოგივიდეთ. ანუ1. ჩავეხსენით ნეგატიურ ინფორმაციას. 2. გავათავისუფლეთ ტვინი მეტნაკლებად. 3. პანიკას იწვევს გაურკვევლობა. ტვინს ჭირდება წესრიგი. დაიწყეთ დილა წესრიგით. ელემენტარული საწოლის გასწორება და ოთახის დალაგებაც კი ამშვიდებს გონებას. დაგეგმეთ რამე. მოაწესრიგეთ ყოველდღიურობა და ცხოვრების რომელიმე სფერო მაინც, რათა იგრძნოთ, რომ თქვენ მართავთ თქვენს ცხოვრებას და ტვინიც დამშვიდდეს. გაეცით ბრძანება: აბა, გვეყო ნეგატივის და წუწუნის ტკბილ ჭაობში ყოფნა!!!ადგა, წავიდა, რამე გააკეთა😊😊 დაგეგმეთ აუცილებლად!!! თუნდაც, სხეულის მიხედვა, თუნდაც ვარჯიში, თუნდაც წყლის პროცედურები, თუნდაც კითხვა, ხატვა, ქსოვა, კერვა, გემრიელობების კეთება, უამრავი რამის გაკეთება შეიძლება სახლში.უცხო ენის შესწავლა. დღეში 20 სიტყვა რომ ისწავლოთ, წარმოიდგინეთ, ვირუსი რომ გაივლის რამდენი სიტყვა გეცოდინებათ.😊შეიძლება ისედაც აკეთებთ ამ ყველაფერს, მაგრამ მე დაგეგმვაზე გელაპარაკებით.შეგრძნებაზე, რომ ცხოვრების ამ ნაწილს თქვენ გეგმავთ.ასე საკუთარ თავსაც და სამყაროსაც უცხადებთ, რომ – თქვენი, ჩემი და კიდევ ყველა იმ ადამიანის ენერგია, ვინც ამას გააკეთებს, გამოაკლდება ენერგიამჭამელ ვირუსს. მორალი: პანიკა და შიში დამღუპველია. შიში აქვეითებს იმუნიტეტეს, კლავს პირდაპირი გაგებით. გინდათ იცოცხლოთ? გამოდით გაქვავებიდან და რამე სასიამოვნო და სასარგებლო აკეთეთ. თუ გაგვიზიარებთ, თქვენ რას აკეთებთ ახლა ამისათვის, ან რას დაგეგმავთ და გააკეთებთ ამ პოსტის მერე, მადლობელი ვიქნებით. ასე უფრო მხარს დავუჭერთ და გავაძლიერებთ ერთმანეთს და სამყაროს პოზიტიურ ნაწილს, რომელიც მინიმალურ უმცირესობაშია ახლა 😍🌞🌸🌹💐🙏 თამარ საგინაშვილი, ქოუჩი, ავტორი ქართული წიგნი ტრენინგებისა “სამასმეერთე მილიონერი” და “ELPOT როგორ ვაქციოთ ენერგია მატერიად” წყარო http://JOLO.GE

სადაც მიდის ჩვენი ყურადღება, იქ მიდის ჩვენი ენერგიაც … Read More »

„თქვენ ამარცხებთ ამით ნეგატივს“ – თამარ საგინაშვილი

ავტორი ჟოლო აგვისტო 16, 2022 3417 ნახვა თუ გსურთ დაიძინოთ მადლიერების ემოციით და მიიღოთ სიმშვიდე, აუცილებლად მიჰყევით წარმატების ექსპერტის თამარ საგინაშვილის რჩევას… ეს თითქოსდა ელემენტარული „ტექნიკა“ დიდ ძალებს შეგმატებთ, მთავარია ირწმუნოთ, არ დაიზაროთ და გააკეთოთ. თამარ საგინაშვილი: „ძილის წინ გაიხსენეთ ყველა ადამიანი, ვინც შეგხვდათ დღეს, ან ვისაც ესაუბრეთ, ან ვისზეც რაიმე გაიგეთ. განსაკუთრებით ისინი, ვინც რაიმე დისკომფორტი შეგიქმნათ, ან ნეგატიური გრძნობები გამოიწვია. გაიხსენეთ სათითაოდ და უთხარით ყველას მადლობა. თუ მიხვდით, რისთვის მოვიდა ეს თქვენს ცხოვრებაში, ხომ კარგი, თუ არადა ისე, უბრალოდ უთხარით მადლობა. ამით თქვენ გაჭრით იმ ნეგატიურ ენერგეტიკულ კავშირს, რომელიც ყოველთვის მყარდება, როცა ვინმეზე ემოციით ვფიქრობთ. ფაქტობრივად, თქვენ ამარცხებთ ამით ნეგატივს. ძალას ართმევთ. და თუ უნდა დაგეძინათ ამ ნეგატივის თანხლებით და მას კიდევ უნდა ემუშავა თქვენს წინააღმდეგ მთელი ძილის განმავლობაში, ახლა თქვენ დაიძინებთ მადლიერების ემოციით და ამ დღიდან მიიღებთ რესურსს და არა ნეგატივს.“

„თქვენ ამარცხებთ ამით ნეგატივს“ – თამარ საგინაშვილი Read More »

გეწუწუნებიან?!

უღრმესი მადლობა Jolo.ge -ს, რომელმაც ბევრი ისეთი პოსტი შემომინახა, დღესაც რომ აქტუალურია:) როდესაც ვიღაც გაღიზიანებთ, ნერვებს გიშლით, ამით ის უბრალოდ ცუდ ხასიათზე კი არ გაყენებთ, ცხოვრებასაც გიფუჭებთ, იმიტომ რომ ნებისმიერი ასეთი ადამიანი, გარდა იმისა, რომ ზღვა ენერგიას გართმევთ, ახერხებს “ჩაგითრიოთ” ცხოვრების დაბალ სიხშირეებზე 🙂 ⤵️⤵️⤵️⤵️⤵️⤵️⤵️⤵️ თქვენ ათას რაღაცას აკეთებთ, რომ პოზიტიურად იაზროვნოთ. რისთვის? საბოლოო მიზანი რა არის – მხოლოდ კარგი აზრები თავში თუ ცხოვრების შეცვლა – ის, რომ ვიბრაციების შკალის უფრო მაღალ საფეხურზე ახვიდეთ. 💃💃 ანუ იყოთ სიყვარულში, მადლიერებაში, მიმღებლობაში, ეს ის სიხშირეებია, სადაც “ცხოვრობს” ყველაფრი კარგი, რაც ამ სამყაროშია, ჯანმრთელობიდან დაწყებული და კეთილდღეობით დამთავრებული.☘️🌺🌸🌼🌻🌞💐🌾☘️🌿🍁🎋 ყველას იქ გვინდა ყოფნა თითქოს. მაგრამ უმეტესობა მაინც “ქვემოთ” უკეთ გრძნობს თავს და თან უნდა გააძლიეროს თავისი პოზიციები იმით, რომ ყველა, ვისაც ხვდება, თავისთან “ჩააცუნცულოს” მონადირებული მსხვერპლივით. წუწუნი, უკმაყოფილება, გადაბრალება, დაყვედრება, პრეტენზიები, დაუნახაობა, უმადურობა, უსიყვარულობა, მიუტევებლობა, მიუღებლობა, შური, ბრაზი, გამუდმებით ნეგატივში ყოფნა, დეპრესია, გაღიზიანება – ის ტრანსპორტიორებია, რომლითაც ქვედა სართულზე მცხოვრებლებს ჩაყავხართ თავისთან. .⤵️⤵️⤵️⤵️.⤵️⤵️⤵️⤵️ ეს “ლიფტია”, რომელსაც თქვენ მე -40 სართულზე ხვნეშა ხვნეშით ასულს ( საკუთარ თავზე მუშაობით, კითხვით, ვარჯიშით, სწორი აზროვნებით) წამში ჩამოგასრიალებთ პირველ სართულზეც კი არა, არც კომფორტულ სარდაფში, არა, პირდაპირ ვირთხებიან ჯურღმულში ამოგაყოფინებთ თავს..⤵️⤵️⤵️⤵️.⤵️⤵️⤵️⤵️ და მერე ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოთ, ისევ ნაბიჯ-ნაბიჯ, საფეხურ – საფეხურ, ვარჯიშ-ვარჯიშ აიარო გზა ჯურღმულიდან მეორმეოცე სართულამდე, რომ დატკბე ცხოვრების მშვენიერებით, სანამ მორიგი წუწუნა სუბიექტი არ “გაგიბურღავს ტვინს”, არ გამოგიყვანს მოთმინებიდან და ისევ არ “ჩამოგაუმცროსლაბორანტებს” ჯურღმულში. აი, ამას გიკეთებთ ნებისმიერი ნეგატიური ტიპი. თქვენ გეგონათ უბრალოდ ნერვებს გიშლიდათ? ის ანგრევს ყველაფერს, რასაც თქვენ აშენებთ.😔😔😔😔😔 ამიტომ ყველაფერი, რასაც გადავყავართ დაბალ ვიბრაციებზე, ცუდ ემოციებში, იქვე უნდა დავასრულოთ. დაუნანებლად მოიშორეთ თავიდან ასეთი ადამიანი. იქვე დაამთავრეთ მთელი კატეგორიულობით მისი ტირადა. ❌❌❌❌❌❌❌❌❌❌ ვაითუ ეწყინოს? ცივი წყალი დალიოსო, ამ დროს ამბობენ ხოლმე 😅😅 თქვენი ცხოვრება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რომ ვიღაცას შეიძლება რაღაც ეწყინოს.💯💯💯💯 “ჩემი ცხოვრება ბევრად უფრო ძვირფასია, ვიდრე ის, თუ რას იტყვის რომელიმე წუწუნა”, – უმეორეთ ეს საკუთარ თავს, სანამ ეს არ გახდება თქვენთვის ბუნებრივი ფრაზა. გინდათ პროფილაქტიკური საშუალება და ასევე, მარტივი გზა წუწუნების ჩამოსაშორებლად? იყავით იმდენად პოზიტიური და ნათელი, რომ ნეგატიურ ადამიანებს თქვენს ახლოს გავლაც კი უჭირდეთ. არ აყვეთ და არ მიცეთ საშუალება “ჩაგითრიონ”. დარჩით თქვენს ხალისში, სიყარულში, კარგ აზრებში და ისინი თვითონ მოგშორდებიან. თამარ საგინაშვილი

გეწუწუნებიან?! Read More »

აი, რატომ უნდა იცოდნენ ადამიანებმა საკუთარი ფიქრების და სიტყვების ძალა!

ვზივარ და ფრაზებს ვაანალიზებ…🔻🔻🔻🔻🔻🔻🔻🔻 “მამაჩემი 60-ის გახდა და მოკვდა, მეც 60-ის მოვკვდები””… “ჩემები ყველა ადრე წავიდნენ, მეც ადრე წავალ”… “ოპერაციას არ გავიკეთებ, ეგენი იქიდან ცოცხალს არ გამომიშვებენ”… და ასეც მოხდა. 3 მაისს 60-ის გახდა, 9 აგვისტოს უკვე აღარ იყო. რამდენიმე თვე უარს ამბოდა ოპერაციაზე, მერე უცებ დათანხმდა და ოპერაციიდან მეოთხე დღეს გარდაიცვალა. რა ქვია ამას? წინათგრძნობა? საკუთარი თავის დაპროგრამება? საგვარეულო პროგრამა? იქნებ შინაგანი გადაწყვეტილება, რასაკვირველია არაცნობიერი – დავიღალე და აღარ მინდა ასე ცხოვრება… და თავის გასამართლებელიც აქვეა – მამა, ახლობები ადრე წავიდნენ… ძნელი სათქმელია ახლა. ამას ქვია – დაიგეგმაო. ერთი, რისი თქმაც ახლა მინდა, არის: – აი, რატომ უნდა იცოდნენ ადამიანებმა საკუთარი ფიქრების და სიტყვების ძალა, აი, რატომ უნდა იცოდნენ მათი მართვა. ეს ახლა სასიცოცხლოდ აუცილებელია, რადგან, ჩვენი ფიქრები და გაუცნობიერებებლი ბრძანებები ისე სწრაფად სრულდება, როგორც არასდროს. როგორც უნდა გეჩვენებოდეთ, რომ დაიღლეთ პრობლემებით, შრომით, გაუმართლებლობით, რომ გამოსავალი აღარ არსებობს… აქ ამოსავალი სიტყვაა – გეჩვენებოდეთ… იმიტომ, რომ გამოსავალი არსებობს მანამ, სანამ ჩვენ ეს გვინდა. სანამ გვინდა, ყოველთვის არსებობოს ალტენატივა, როცა აღარ გვინდა, არც არსებობს. მაგრამ იმისათვის, რომ ამ ალტერნატივის დანახვა და გამოყენება შევძლოთ, სიტყვის და ფიქრის მართვა უნდა შეგეძლოთ. ჩემს მეორე წიგნი “ELPOT – როგორ ვაქციოთ ენერგია მატერიად“, სწორედ ამაზეა, ჩვენს უსაზღვრო შესაძლებლობებზე, ჩვენი ფიქრის, სიტყვის და ცოდნის ძალაზე. იმაზე, თუ რა ჯადოსნურ ძალებს ვფლობთ და როგორ ცუდად ვიყენებთ მათ. ეს წიგნი, როგორ იცით QR კოდებითაა, რომლებსაც ვიდეო-სავარჯიშოებზე გადავყავართ და ერთერთი ვიდეო სავარჯიშო სწორედ იმას ეხება, თუ ჩვენი ფიქრების მეშვეობით, როგორ ვმართოთ რთული სიტუაციები ისე, რომ მაქსიმალურად შევარბილოთ ან სულაც თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი ცუდი შედეგი. გამოცდილი მეთოდია, რომელიც ჩემი ცხოვრების ურთულეს სიტუაციებში გამოვცადე. ვისაც ცუდი პროგნოზების გაკეთება გიყვართ, თან ემოციურად საკუთარ თავთან თუ ოჯახის წევრებთან მიმართებაში, კარგად წაიკითხეთ ამ პოსტის პირველი სტრიქონები და ამის მერე სანამ რამე ცუდს იტყვით, ათჯერ დაფიქრდით. ELPOT • თამარ საგინაშვილი წყარო:https://jolo.ge/

აი, რატომ უნდა იცოდნენ ადამიანებმა საკუთარი ფიქრების და სიტყვების ძალა! Read More »

ELPOT და თამარ საგინაშვილი – როგორ მივაღწიოთ წარმატებას

ჩვეულ ფორმაში ვერ ვარ  პერფექციონიზმის და მოკლე ვადებში უზომოდ ტვირთის აკიდების, თუმცა, საბოლოო ჯამში დიდი საქმის გაკეთების გამო:) მაგრამ რომ “დაიბადა” ELPOT • თამარ საგინაშვილი ფოტო-სესია მაინც მოვაწყვეთ, პირველი დღეები მეორედაც ხომ არ ექნება 🙂 უფროსი დაიკოც წავიყვანეთ, “სამასმეერთე” თამარ საგინაშვილი. წიგნი-ტრენინგი “სამასმეერთე მილიონერი”ეს საწყალი ისე გახდა ათი წლის, არც ნორმალური ფოტო ღირსებია, არც პიარი, არც ამდენი ყურადღება. შემეცოდა:)) რა ექნა “დედიკოს”, მაშინ თავისი კომპლექსები აწუხებდა.  დაწერითაც მხოლოდ იმიტომ დაწერა, რომ სხვა გზა არ ჰქონდა, არ მოასვენა ტვინმა, თორემ რისი შემთავაზებელი და გამყიდველი იყო, საკუთარი ოცნებებისაც კი რცხვენოდა მაშინ. ამ ორი წიგნისადმი დამოკიდებულება, რომელთა შორის 10 წელია, 2012-2022, ზუსტად ასახავს ცვლილებებს, რაც მოვახდინე საკუთარი თავის, საკუთარი შრომის, ცოდნის და ქმნილებისადმი დამოკიდებულებაში ამ წლების მანძილზე. ეს იყო გზა საკუთარი თავის და შესაძლებლობების სრული დაუნახაობიდან და დაუფასებლობიდან მიმღებლობამდე და იმის გაცნობიერებამდე, რომ რითიც შეგიძლია ადამიანებს დაეხმარო, იმის არ მიტანა მათამდე უბრალოდ დანაშაულია. ამიტომაც არის ჩემი მუდმივი სასაუბრო თემა ნიჭების გამოვლენა და რეალიზებულობა. რა პრობლემითაც უნდა მოვიდეს ადამიანი, ბოლოს მაინც საკუთარი ნიჭების შემჩნევა-დანახვა-აღიარება-რეალიზებამდე მივდივართ. როცა ადამიანი საყვარელ საქმეს აკეთებს, (და + თუ საკუთარ შიშებზე და კომპლექსებზე მუშაობს) აუცილებლად აღწევს წარმატებას. მისთვის არ არსებობოს დეპრესია, კრიზისი, უგუნებობა, წუწუნი. საყვარელი საქმის კეთება და ამით ადამიანებისთვის სარგებელის მოტანას იმხელა სიამოვნება მოაქვს, ცხოვრებაში სეროტონინის ნაკლებობა არ გექნებათ ამაში გეხმარებათ ჩემი წიგნები. მადლობა უფალს და სამყაროს, რომ ჩემთან ადრე თუ გვიან, მოვიდა ეს ცოდნა. ახლა ფოსტალიონივით “დავდივარ” და მიმაქვს ეს ცოდნა მათთვის, ვინც მზად არის, ვინც კითხვებს სვამს და პასუხებს ეძებს, ვისაც სურს ცვლილებები. ასე მოგიტანეთ ეს წიგნიც. სიყვარულით თამარ საგინაშვილი წყაქრო: https://jolo.ge/

ELPOT და თამარ საგინაშვილი – როგორ მივაღწიოთ წარმატებას Read More »