fbpx

ერთი დღის ორი ვერსია, ანუ როგორ დავიბრუნოთ დაკარგული ენერგია

ავტორი ჟოლო თებერვალი 28, 2017 935 ნახვა

„ავიღე ფურცელი, კალამი და დავიწყე წერა. საოცარი სისწრაფით ვწერდი სურვილებს და იქვე ვუწერდი – ვაუქმებ, ვაუქმებ, ვაუქმებ!“

– ეს იმ სავარჯიშოს შემადგენელი ნაწილია, რომელიც უხასიათოდ მყოფსა და თუნდაც საკუთარ თავზე გაბრაზებულს ძალიან წაგეშველებათ. 

 
გაეცანით თამარ საგინაშვილის ამ საოცარ სავარჯიშოს და ნახეთ თუ რა ძალა აქვს ფურცელს გაუქმებული სურვილებით. „სამასმეერთე მილიონერის“ ავტორი გასწავლით თუ რამდენიმე წუთში როგორ შეცვალოთ „რეალობა“, როგორ ავიმაღლოთ თვითშეფასება და განახლებული ენერგიით როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება.

ძალიან სასაცილო რაღაც შემემთხვა

ლატანსკის ერთ-ერთი ონლაინ ტრენინგის შემდეგ ხუთმა ქალმა შევქმენით ჯგუფი სკაიპში და ფბ-ზე მხოლოდ ჩვენთვის. იქ მხოლოდ ჩვენ ვკონტაქტობთ, სხვა არასოდეს შემოსულა ამ ჯგუფებში.

უკვე ორი წელია ვწერთ ამ ჯგუფში ანგარიშებს განვლილი დღის შესახებ. ეს გვეხმარება წინსვლაში და გაცნობიერებულად ცხოვრებაში. ამ ჯგუფზე მე ცალკე დავწერ პოსტს და ვფიქრობ, წიგნსაც.

ბოლო დღეები ცოტა უხასიათოდ ვიყავი და ჯგუფში ანგარიში არ დამიწერია.

გუშინ გადავწყვიტე რაიმე მაინც დამეწერა. თან შესავალი გავაკეთე, ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ, მაგრამ ბოლომდე არ ვიწუწუნებ, უბრალოდ დღის შედეგებს მოგიყვებით-მეთქი.

ჩემი ანგარიში საკმაოდ დიდი და არც თუ სასიამოვნო წასაკითხი გამოვიდა. მხოლოდ მოკლე შინაარსს მოგიყვებით:

დავწერერომ იმდენად უჩვეულოდ ცუდად ვგრძნობდი თავსრომ წესიერად მადლობაც კი ვერ გადავუხადე ჩემს მეგობრებს – ნატაშას და ნადიასრომლებიც დამეხმარნენიმუშავეს ჩემთანრომ გამეანალიზებინა ის არასასიამოვნორაც მოხდა და რამაც გამიფუჭა განწყობა.

რომ ვარ უკმაყოფილო საკუთარი თავით იმიტომრომ საჭირო დროს ბოლომდე ვერ შევინარჩუნე სიმშვიდე და ვერ გავუძელი ნეგატივში ჩაყოლის ცდუნებას.

რომ ჯერ კიდევ ვერ მოვედი აზრზე და ვერ ჩავდექი ფორმაში.

რომ არ ვიცირა უნდა შეცვალო და როგორ გავხდე უფრო ორგანიზებული როგორ მოვასწრო მეტი.

რომ ჩემს თავში და ჩემს საქმეში სრული აურზაურია და რომ ისევ ვდგავარ გზაგასაყართან და უნდა ავირჩიო სწორი გზამაგრამ არ ვიცირომელია ეს სწორი გზა

მოკლედ, ბევრი და ფილოსოფიურად ვიწუწუნე, ჭკვიანური და ვინმესთვის სასარგებლო არაფერი წამომცდენია. ბოლოს მადლიერება კი გამოვხატე ვითომ ყველას და ყველაფრის მიმართ, მაგრამ ეს აშკარად არ იყო გულით ნათქვამი მადლიერება, უფრო იმას გავდა, როცა ნასწავლ მადლიერებას და პოზიტივს გამოვხატავთ.

დავამთავრე პოსტის წერა, გავაზიარე და დავფიქრდი, ძალიან დამძიმებული მაქვს გული, წუწუნმაც არ მიშველა (რატომღაც რომ ეშველა! წუწუნი რომ საქმეს შველოდეს, ადამიანების სამი მეოთხედი თუ არა, ნახევარი მაინც ძალიან ბედნიერი იქნებოდა), ვარ ცუდ ხასიათზე…

და რა გინდა გავაკეთო?- ვკითხე საკუთარ თავს დარწმუნებულმარომ ჩემი ავადმყოფობის წამალი მე ყველაზე უკეთ ვიცი.

მაშინვე ერთი სავარჯიშო გამახსენდაქვია „გააუქმე…“

ავიღე ფურცელი, კალამი და დავიწყე წერა. საოცარი სისწრაფით ვწერდი სურვილებს და იქვე ვუწერდი – ვაუქმებ, ვაუქმებ, ვაუქმებ! თურმე რა გაბრაზებული ვყოფილვარ საკუთარ დროში გაწელილ სურვილებზე;))) ისეთი ძალით ვუსვამდი ჯვარედინ ხაზებს გაუქმების ნიშნად, რომ მესამე ფურცელზე ჩანდა ანაბეჭდი. ასე გავავსე რამოდენიმე ფურცელი გაუქმებული სურვილებით.

როცა დავამთავრე. უკვე ძილის დრო იყო.

მაგრამ უეცრად მომინდა მომდევნო დღე დამეგეგმა, რაც დიდი ხანია არ გამიკეთებია, იმიტომ, რომ ქალი ცუდ ხასიათზე ვიყავი და რა დროს დაგეგმვა იყო!

დეტალურად გავწერე მეორე დღე დაწყებული 5.40 ზე გაღვიძებთ, რაც ასევე დიდი ხანია არ გამიკეთებია და ჩემი ჩვეულებრივი რეჟიმით – ტიბეტური ვარჯიშებით, სახის აერობიკით, მუცლის ვარჯიშით და ასე შემდეგ.

მერე რატომღაც მომინდა დღის მადლიერებაც დამეწერა. რისთვის ვარ დღეს გულწრფელად მადლიერი? თუმცა ვფიქრობდი, რომ დიდი სამადლობელი და კარგი არაფერი მომხდარა, მაგრამ წვრილმანებს მაინც გავიხსენებ-მეთქი.

………..

და პირველი წერილის დაწერიდან ზუსტად ერთ საათში მეორე პოსტი დავდე ჩემს ზემოთხსენებულ ჯგუფში:

გოგოგებოახლა დაეცემით!!! მეორე პოსტს ვწერ (ხან ერთსაც არ ვწერJ))) იმიტომრომ ბოლო ერთ საათში უამრავი რამ გავაკეთე და ბევრ რამეს მივხვდი და ვიცი გაგეხარდებათ ამის წაკითხვა.

უიდა ახლა იცითკიდევ რას მივხვდიასეთ აქტიურ და პოზიტიურ ფაზაში სურვილების გაუქმების მერე აღმოვჩნდი – ამანროგორც ჩანსუზარმაზარი ენერგია დამიბრუნა!!!

და რატომღაცმოქმედების სურვილი გამიღვიძამაგრამ რაც მთავარიაროგორც კი დავმშვიდდიდავინახერომ დღეს საოცრად ნაყოფიერი დღე მქონია თურმე.

ჩავატარე პირველი ინდივიდუალური სესია ერთ ძალიან საყვარელ ქალთანთან ჩემი სურვილით ოფისში მივედი მასთანრასაც საერთოდ არასოდეს ვაკეთებ.

შემდეგ ვესაუბრე მეორე არაჩვეულებრივ ქალს და მისგან საოცარი სითბო და სიყვარული ვიგრძენიეს ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩემთვისმე მას მადლობა გადავუხადე სიკეთისთვისმან კი მითხრარომ მადლობელიარადგან ამდენ ადამიანს ვეხმარები (და წარმოიდგინეთისეთი ჩაბნელებული სათვალით ვუყურებდი სამყაროსრომ ამ სიტყვებმაც კი ვერ მომიყვანა აზრზე).

ვესაუბრე ერთ ახალ მსმენელსშეავსო წინასაკოუჩინგო ანკეტები და შევთანხმდით ხვალ შეხვედრაზე“.

ესეც დავამატე ჩემს მეორე პოსტს.

კიდევ გამახსენდარომ დილით ერთი საყვარელი და ძალიან ეფექტური სავარჯიშოც გავაკეთე და წარსულში დავტოვე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხირომელთა თავიდან მოშორებაც აუცილებლად მინდოდა.

და კიდევ რამდენიმე ჩანაწერს მოვუსმინე.

დავეხმარე ჩემს შვილებს მეცადინეობაში და კიდევ რაღაც საქმეები მოვაგვარე.

მეტი რა შედეგი უნდა მიმეღო ერთი დღიდანრას ვთხოვდი საკუთარ თავს?

თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ მე ახლა რაღაცას ვამძაფრებ და ვამუქებ, რომ რაც შეიძლება კონტრასტული იყოს ერთი დღის ორი ვერსია გავლილი და დანახული ერთი და იგივე ადამიანის მიერ. მაგრამ გარწმუნებთ, ამ შემთხვევას არავითარი გამძაფრება არ ჭირდება.

თუ გსურთ, შეგიძლიათ გაითვალისწინოთ ეს ჩემი გამოცდილება. როცა ცუდ ხასიათზე ხართ და თვლით, რომ დღე უნაყოფო იყო, გააკეთეთ რაიმე, რომ ხასიათი ცოტა მაინც გამოგიკეთდეთ. ეს ადვილია. თუნდაც გააკეთეთ სურვილების გაუქმების სავარჯიშო.

როცა ჩვენს თავში ჩნდება სურვილი – მე ეს მინდა გავაკეთო, მინდა ინგლისური დავხვეწო, მინდა მართვის მოწმობა ავიღო, მინდა ვარჯიში დავწყო, მინდა ქაღალდები დავალაგო, ორშაბათიდან დიეტას ვიწყებ, იმ კვირიდან დილაობით ვისეირნებ და ასე შემდეგ, მაშინვე გამოიყოფა ენერგია, რომელიც ამ სურვილის განხორციელებისთვისაა საჭირო. თუ ვაკეთებთ, რაც ვთქვით, ენერგია გვიბრუნდება, თანაც ყოველი შესრულებული საქმის მერე ჩვენი თვითშეფასება მაღლდება.

თუ არ ვაკეთებთ იმას, რაც გვინდოდა გაგვეკეთებინა, ეს გამოყოფილი ენერგია სადღაც რჩება დაკიდებული. და რასაკვირველია ეს ენერგია ჩვენ გვაკლდება. და წარმოიდგინეთ, რამდენი შეუსრულებელი სურვილი კიდია ჰაერში.

შემდეგ უფრო უარესი ხდება – გვიღრმავდება დანაშაულის გრძნობა, რაც ისედაც უმრავლესობას აწუხებს და ხელს გვიშლის ზოგადად წარმატებაში და განსაკუთრებით საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში.

ხოლო როცა ამ სურვილებს სამუდამოდ ვაუქმებთ ან მანამდე, სანამ რეალურად ამის კეთების დრო არ მოვა, მაშინ ამ დაკარგულ ენერგიას ვიბრუნებთ, ვანულებთ დანაშაულის გრძნობას შეუსრულებელი საქმეების და სურვილების გამო და თითქოს რესტარტს ვაკეთებთ – განახლებული ენერგიით ვიწყებთ ცხოვრებას.

ასე განვახლდი მეც და აღმოვაჩინე, რომ დღე, რომელიც უაზრო, ნაცრისფერი და ბრაზიანი მეგონა თურმე საკმაოდ ნაყოფიერი, სავსე და პოზიტიური ყოფილა.

გააჩნია, რა ფერის სათვალით შევხედავდი!!!

ბევრად უფრო ადვილია ცხოვრება, როცა ფიქრობ, რომ შენზე არაფერია დამოკიდებული და დღე თუ ღრუბლიანია, ის ყველა შემთხვევაში ღრუბლიანი და ნაცრისფერი იქნება იმისდა მიუხედავად, შენ როგორ უყურებ მას.

თუ ასე ფიქრობთ, მართალი ხართ, ეს თქვენი სიმართლეა და თუ გსურთ ასეთი სიმართლით იაროთ, ესეც თქვენი გადაწყვეტილებაა.

მე მაინც გამეხარდებოდა, ერთხელ მაინც გეცადათ რაღაცის შეცვლა.

სიყვარულით და თქვენი უსაზღვრო შესაძლებლობების რწმენით

თამარ საგინაშვილი, ტრენერი, ქოუჩი