საგვარეულო ქოუჩინგი "დედის ხაზის გაჯანსაღება"

ავტორი: თამარ საგინაშვილი

რატომ იმეორებენ ხშირად ქალიშვილები დედების ცხოვრებას?

სხვა დროში ცხოვრობენ, სხვა რეალობაში,

სხვანაირი კომფორტი აქვთ, სხვანაირი ტექნოლოგიები…

მაგრამ მაინც დედებს იმეორებენ – არიან მსხვერპლები, მხრებჩამოყრილები, მუდამ დანაშაულის გრძნობით და საკუთარი თავის გაუფასურებით დატანჯულები.

და ცხოვრობენ უქმროდ, ან ლოთ ქმრებთან, ან მოღალატეებთან, ან დესპოტებთან,

ან მათთან, ვინც სულ ამცირებს, სთხოვს მაქსიმუმს და აძლევს მინიმუმს, ექცევა ნივთივით, რომელიც მისი საკუთრებაა…

ვენ მივდივართ ჩვენი გვარის ქალების მიერ გატკეპნილი გზით და ვიმეორებთ მათ ბედს. მანამ, სანამ ვინმე ამ გვარის ქალებიდან არ დაფიქრდება

და არ გადაწყვეტს შეცვალოს სცენარები საკუთარი თავის, გვარის სასიკეთოდ.

და იმისათვის, რომ მისმა შვილებმა არასოდეს გაიმეორონ იგივე გზა.

იქნებ შენს გვარში შენ ხარ ეს ქალი?

ქალებს ჩვენი ქალური ბედი გადმოგვეცემა ჩვენი საგვარეულოს ქალების ხაზით. ამას ახლა საგვარეულო სცენარებს უწოდებენ.

რა არის საგვარეულოს სცენარები?

საგვარეულო სცენარები არის ურთიერთობების მოდელები, რომლებსაც ვიღებთ ოჯახებიდან, საგვარეულოებიდან ისე, რომ ხშირად ვერც კი ვაცნობიერებთ ამას.

ეს სცენარები განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს, მათ შორისაა რეალიზებულობა, საკუთარი ფასეულობის შეგრძნება, სიმყარე და დაცულობა, პირადი ურთიერთობები, ბავშვებთან კომუნიკაციის უნარი, შემოქმედებითი უნარი და შემოსავლის დონეც კი.

დედის საგვარეულო გავსებს თავდაჯერებულობით, საკუთარი თავის და საკუთარი ქალურობის მიმღებლობით, იმ შემთხვევაში, თუ მასთან სრულყოფილი ენერგეტიკული კავშირი გაქვს.

და სწორედ ამ ხაზითვე გადმოგეცა მემკვიდრეობით ის პროგრამები და ამოცანები, რომელთა გადაჭრა შენი გვარის ქალებმა შენამდე ვერ მოახერხეს. აქედანაა საკუთარი ქალურობის მიუღებლობა და ამდენი ქალური, და არა მხოლოდ ქალური, დაავადება.

თუ რაღაც ამოცანა მოვიდა შენამდე მათგან, დარწმუნებული იყავი, შენ მისი გადაჭრა შეგიძლია, მთავარია, იმუშაო სწორად, გაჯანსაღდე და გააჯანსაღო ის, რასაც შენი შვილები ღებულობენ შენგან.

იმისათვის, რომ მიცე თავს ბედნიერი ქალობის უფლება, მნიშვნელოვანია, ჯერ შეივსო საკვები ენერგიით. მხოლოდ მაშინ შენს ცხოვრებაში მოვა შეუდრეკელობა და სიმყარე (დაფესვიანება).

‌როგორი სცენარები არსებობს? მაგალითისთვის მოვიყვან რამდენიმეს:

მსხვერპლი

ქალი ყველაფერს აკეთებს მსხვერპლის პოზიციიდან და როგორც წესი, იზიდავს მჩაგვრელს.

სადაც მსხვერპლია, იქვეა მოძალადეც.

დამნაშავე

 ქალს სულ დანაშაულის გრძნობა ქვს და საკუთარ თავს არ აძლევს არაფრის უფლებას. ცუდი ის არის, რომ თუ დამნაშავე ხარ, იზიდავ სასჯელს და ქალის ცხოვრებაშიც მოდის და მოდის სასჯელები სხვადასხვა წყაროდან.

ქანცგაწყვეტილი დიასახლისი

როცა ქალი თითქოსდა ვერ ანაწილებს დღეს ფუნქციონალურად. არასოდეს რჩება დრო საკუთარი თავისთვუს, სულ გადარბენაზეა, სულ - ვერ ასწრებს. სულ წკიპზეა.

დაუფასებლობის სცენარი

უმადურობა და დაუნახაობა ქალის ცხოვრებაში ჩვეულებრივი ამბავია. ყველას თან ყვება, შედეგად მხოლოდ უმადურობა ხვდება.

გნებავთ ასე ცხოვრება?

გაიარეთ ეს კურსი და იგრძენით, როგორია საკუთარ შინაგან სამყაროსთან და ზოგადად, სამყაროსთან ჰარმონიაში ცხოვრება.

ფორმატი

ეს არის 8 ვიდეო- გაკვეთილისგან შემდგარი კურსი, რომელსაც უსმენ:

სადაც გინდა

როცა გინდა

და რამდენჯერაც გინდა.

ეს ფუფუნებაა 21-ე საუკუნის დაკავებული ადამიანებსთვის.

კურსი არის მთლიანად პრაქტიკული.

აქ არ არის დავალებები, რომლებიც უნდა იმეორო 21, 40, 90 დღე.

ამ პრაქტიკებს აკეთებ ერთხელ. იმეორებ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხვდები, რომ ამ თემაში კიდევ რაღაც დაგრჩა დასამთავრებელი. ამას შინაგანად გრძნობ ძალიან ცხადად.

ან იმეორებ გარკვეული დროის შემდეგ, როცა საჭიროდ მიგაჩნია.

ყოველი გაკვეთილის მერე ივსები საუკეთესო, ნათელი ენერგიით და სიხარულის შეგრძნებით.

viber_image_2021-10-31_00-09-00-106

თამარ საგინაშვილი

ავტორი პირველი ქართული წიგნი ტრენინგებისა: „სამასმეერთე მილინერი“ , „ELPOT – როგორ ვაქციოთ ენერგია მატერიად“ , ქოუჩი, ტრენერი 12 წლიანი გამოცდილებით. ‌

დამოუკიდებელი

თქვენი ინვესტიცია ამ ტრანსფორმაციულ კურსში შეადგენს
198
8 ვიდეო -გაკვეთილი
ელექტრონულ ბლოკნოტს შედეგების, გაცნობიერებების, ცვლილებების კონსტატაციისთვის.
ანგარიშსწორება შესაძლებელია როგორც საკრედიტო / დებეტ ბარათის ასევე საბანკო გადარიცხვისა და კრიპტო გადარიცხვის გზით

VIP პერსონალური

თქვენი ინვესტიცია ამ ტრანსფორმაციულ კურსში შეადგენს
298
8 ვიდეო -გაკვეთილი
ელექტრონულ ბლოკნოტს შედეგების, გაცნობიერებების, ცვლილებების კონსტატაციისთვის.
კურსის სხვა მსმენელებთან საერთო ჩათს კითხვების დასმის და შთაბეჭდილებების გაზიარებისთვის.
ჩემი ინდივიდუალური თანხლება
ყოველი სესიის გავლის შემდეგ ვოისად ან ტექსტად მიწერ გაცნობიერებებს, შედეგებს, შეკითხვებს. მე ვპასუხობ შეკითხვებზე, ვაკეთებ ანალიზს, გიზიარებ ჩემს მოსაზრებას, ან გირჩევ, რასაც საჭიროდ მივიჩნევ.
ანგარიშსწორება შესაძლებელია როგორც საკრედიტო / დებეტ ბარათის ასევე საბანკო გადარიცხვისა და კრიპტო გადარიცხვის გზით