fbpx
2023

Amazon USA

იპოვე ELPOT Amazon - ზე, შეუკვეთე და მიიღე 48 საათის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების მთელს ტერიტორიაზე, Amazon Prime ის საშუალებით.

Amazon Europe

იპოვე ELPOT Amazon - ზე, შეუკვეთე და მიიღე 48 საათის განმავლობაში ესპანეთის, იტალიისა და საფრანგეთის მთელს ტერიტორიაზე, Amazon Prime ის საშუალებით.

მკითხველთა გამოხმაურებები ELPOT - ის შესახებ

როგორ ვაქციოთ ენერგია მატერიად

ქალბატონო თამარ, ჩემზე თუ გაქვთ ეს წიგნი დაწერი ლი, არ ვიციიიიი:) ვერ მოვწყდი, თან, რა კარგად წერთ. ეს არის მიზნამდე მისასვლელი სწორი გზის რუქა.

ქეთი ჯანხოთელი საქართველო

მე მეორედ დავიწყე ამ წიგნის დიდი სიამოვნებით კითხვა და დიდი ფიქრის გარეშე ვიტყვი, რომ ეს წიგნია „გაჭირვების ტალკვესი“ ან „დაკარგულის კომპასი“.

ლილე მამუკაშვილი საქართველო

ეს არის წიგნი, რომლის ყველა სიტყვა მჭირდებოდა ავტორის წარწერით დაწყებული. კითხულობ და ხვდები, როგორ იცრიცება ნისლი და ნელნელა არჩევ გაკრიალებული ცხოვრების ჯერ კონტურებს, მერე- სურათებს.

მარი საქართველო

ELPOT-ჯადოსნური წიგნი ტრენინგი, რომელიც შეცვლის შენს ცხოვრებას უკეთესობისკენ კითხულობ, უყურებ ვიდეო გაკვეთილებს, აკეთებ სავარჯიშოებს, მუშაობ საკუთარ თავზე პიროვნული ზრდა განვითარებისთვის უღრმესი მადლობა, თამარ -საკუთარ თავთან მუშაობა ესეთი მარტივი და სასიამოვნო არასდროს ყოფილა P.S ამ ვერაგ ვირუსთან საბრძოლველად საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა, ეხმარება სწრაფად გამოჯანმრთელებაში ანტიბიოტიკის ჩარევის გარეშე მადლიერი ვარ თამარ

თამუნა ჯაჯანიძე საქართველო

ქალბატონო თამარ, უამრავი მადლობა მინდა გითხრათ ამ ენერგიისთვის. ვკითხულობ, ვუსმენ ვიდეო სავარჯიშოებს და ვგრძნობ მომენტალურ ტრანსფორმაციას. საოცარი შეგრძნებაა და მინდა ეს გრძნობა ყველამ გამოსცადოს. ისეთი მადლიერი ვარ სამყარისი, თქვენთან ურთიერთობის საშუალება რომ მომცა. მინდა გისურვოთ ეს დადებითი ენერგეტიკა ასმაგად დაგბრუნებოდეთ და კიდევ მრავალი წიგნი დაგეწეროთ. მჯერა მეც და სხვებიც ბევრ ოცნებას ავიხდენთ თქვენი დახმარებით. წარმატებას ვუსურვებ ყველას.

ნინო გურასპიშვილი საქართველო

ELPOT

სამასმეერთე მილიონერი

ავტორის მიმართვა მკითხველს

თამარ საგინაშვილი

„თუ თქვენ ამ წიგნიდან მხოლოდ ერთი რამ უნდა აიღოთ, დაე, ეს იყოს მადლიერება“, წერს რონდა ბერნი თავისი წიგნის „საიდუმლო“ ეპილოგში.

სწორედაც – მადლიერების ფასი არაფერია.

გინდათ პატარა საიდუმლო? იყავით მადლიერი ავანსად, ანუ იმისთვის, რაც გინდათ, რომ მოხდეს და თქვენს წინაშე სულ სხვა სამყარო გადაიშლება, პარალელური სამყარო, რომელსაც მხოლოდ მადლიერებით სავსე თვალები ხედავენ.

მადლობა ყველა ჩემს მასწავლებელს, უდიდესი მადლობა ჩემი ახალი მე-სთვის.

მადლობა ყველა მკითხველს და მსმენელს სიყვარულისთვის, აღიარებისთვის, ერთგულებისთვის, მოტივაციითვის.

მადლობა უნებლიე მასწავლებლებს, ვინც ჩვენებენ, კიდევ სად ვარ სუსტი და დაუცველი.

მადლობა ჩემს წინაპრებს და მშობლებს იმდენი რამისთვის, რომ აქ ვერ ჩამოვთვლი.

მადლობა ჩემს არაჩვეულებრივ ოჯახს, ჩემი სიცოცხლის აზრს და წყაროს.

მადლობა ჩემს მეუღლეს – მისი თანადგომის გარეშე არაფერი იქნებოდა.

და ბოლოს, მადლობა უფალს და სამყაროს ყველაფრისთვის რაც იყო, არის და იქნება ჩემს ცხოვრებაში.

შევხვდებით ჩემს წიგნებში, წინ სასწაულები გველის 😊

ყველაზე მოთხოვნადი ონლაინ კურსები

თამარ საგინაშვილის ავტორობით

24 ნაბიჯი შინაგანი ჰარმონიის, სიუხვის და სიმდიდრისკენ

ავტორი: თამარ საგინაშვილი

რა უშლის ადამიანთა უდიდეს უმრავლესობას ხელს კეთილდღეობის შექმნაში?

საკუთარ ძალებში დაურწმუნებლობა, დაბალი თვითშეფასება, განდა “მე არ ვიმსახურებ…” და შიშები - წარუმატებლობის შიში, წარმატების შიში, სიმდიდრის შიში, უფულობის შიში, ბევრი ფულის შიში, კრიტიკის შიში და ა.შ.

საიდან ჩნდება ეს ყველაფერი და როგორ დავძლიოთ?

საგვარეულო ქოუჩინგი "დედის ხაზის გაჯანსაღება"

ავტორი: თამარ საგინაშვილი

ქალი, ქალურობა, ქალის ბედი...

დედის ბედი გოგონას მიყვებაო, ამბობდნენ ხოლმე ადრე.

კიდევ, დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო😊

რაც დედაა, ის შვილიაო...

ასეა, გოგონა იმეორებს დედის სცენარებს.

უმეტესად, ის იმეორებს ან ზუსტად იგივეს, თუნდაც ეს ძალიან არ მოსწონდეს, ან გაურბის ამას და მიდის მეორე უკიდურესობაში. თუ ვთქვათ, დედას ყავდა დესპოტი ქმარი და შვილმა მოახერხა ამისგან გათავისუფლება, ის მოიზიდავს სუსტ და უუნარო ქმარს.

დესპოტს კიდევ ეს სჯობს, მაგრამ ბედნიერებას მოუტანს ქალს თუ არა, ეს არის საკითხავი.

ისე, რომ არ არის საკმარისი ფიქრობდეთ - მე დედასავით არ ვიცხოვრებო. მეტიც, მიუღებლობით ამძიმებთ სიტუაციას.

თქვენ სხვა რამ გჭირდებათ. და ეს სხვა რამ არის ამ კურსში.

გაიარეთ კურსი - დაამუშავეთ დედის საგვარეულოს ქალების ხაზი და გათავისუფლდით ქალურობასთან დაკავშირებული ნეგატიური სცენარების მარწუხებისგან.

საგვარეულოს ძალა - ბედნიერი ცხოვრების გასაღები

ავტორი: თამარ საგინაშვილი

საგვარეულო პროგრამები - ეს არის გზა თქვენი ბედნიერი ცხოვრებისკენ.

ბაბუის ნაჭამი ტყემალი თურმე მართლა ჭრის კბილს შვილიშვილს;))

მაშინაც კი, თუ თქვენ არაფერი იცით თქვენს წინაპრებზე და ბებიის და ბაბუის იქით სახელებიც კი არ გაგიგიათ მათი, საგვარეულო სცენარები მაინც მოქმედებს თქვენზე და ქმნის თქვენი ცხოვრების ჩარჩოს, თარგს, ჩონჩხს.

საბედნიეროდ, არასასურველი სცენარების გადაწერა შესაძლებელია.