ჩვეულ ფორმაში ვერ ვარ
პერფექციონიზმის და მოკლე ვადებში უზომოდ ტვირთის აკიდების, თუმცა, საბოლოო ჯამში დიდი საქმის გაკეთების გამო:)
მაგრამ რომ “დაიბადა” ELPOT • თამარ საგინაშვილი
ფოტო-სესია მაინც მოვაწყვეთ, პირველი დღეები მეორედაც ხომ არ ექნება 🙂
უფროსი დაიკოც წავიყვანეთ, “სამასმეერთე” თამარ საგინაშვილი. წიგნი-ტრენინგი “სამასმეერთე მილიონერი”ეს საწყალი ისე გახდა ათი წლის, არც ნორმალური ფოტო ღირსებია, არც პიარი, არც ამდენი ყურადღება.
შემეცოდა:))
რა ექნა “დედიკოს”, მაშინ თავისი კომპლექსები აწუხებდა. დაწერითაც მხოლოდ იმიტომ დაწერა, რომ სხვა გზა არ ჰქონდა, არ მოასვენა ტვინმა, თორემ რისი შემთავაზებელი და გამყიდველი იყო, საკუთარი ოცნებებისაც კი რცხვენოდა მაშინ.
ამ ორი წიგნისადმი დამოკიდებულება, რომელთა შორის 10 წელია, 2012-2022, ზუსტად ასახავს ცვლილებებს, რაც მოვახდინე საკუთარი თავის, საკუთარი შრომის, ცოდნის და ქმნილებისადმი დამოკიდებულებაში ამ წლების მანძილზე.
ეს იყო გზა საკუთარი თავის და შესაძლებლობების სრული დაუნახაობიდან და დაუფასებლობიდან
მიმღებლობამდე და იმის გაცნობიერებამდე, რომ რითიც შეგიძლია ადამიანებს დაეხმარო, იმის არ მიტანა მათამდე უბრალოდ დანაშაულია.
ამიტომაც არის ჩემი მუდმივი სასაუბრო თემა ნიჭების გამოვლენა და რეალიზებულობა. რა პრობლემითაც უნდა მოვიდეს ადამიანი, ბოლოს მაინც საკუთარი ნიჭების შემჩნევა-დანახვა-აღიარება-რეალიზებამდე მივდივართ.
როცა ადამიანი საყვარელ საქმეს აკეთებს, (და + თუ საკუთარ შიშებზე და კომპლექსებზე მუშაობს) აუცილებლად აღწევს წარმატებას.
მისთვის არ არსებობოს დეპრესია, კრიზისი, უგუნებობა, წუწუნი.
საყვარელი საქმის კეთება და ამით ადამიანებისთვის სარგებელის მოტანას იმხელა სიამოვნება მოაქვს, ცხოვრებაში სეროტონინის ნაკლებობა არ გექნებათ
ამაში გეხმარებათ ჩემი წიგნები.
მადლობა უფალს და სამყაროს, რომ ჩემთან ადრე თუ გვიან, მოვიდა ეს ცოდნა. ახლა ფოსტალიონივით “დავდივარ” და მიმაქვს ეს ცოდნა მათთვის, ვინც მზად არის, ვინც კითხვებს სვამს და პასუხებს ეძებს, ვისაც სურს ცვლილებები.
ასე მოგიტანეთ ეს წიგნიც.
სიყვარულით თამარ საგინაშვილი
წყაქრო: https://jolo.ge/