fbpx

return policy

პროდუქტის დაბრუნების პირობები

1. პროდუქტის შეცვლა/დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

ა) პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების დროს და ეს აღმოჩნილი იქნა კურიერის თანდასწრებით;

ბ) პროდუქტს აღმოაჩნდა ქარხნული წუნი;

გ) პროდუქტის მახასიათებელები არ ემთხვევა, განსხვავდება ვებ-გვერდზე აღწერილი მახასიათებლებისგან;

დ) შეცდომით მიღებული იქნა სხვა პროდუქტი.

ზემოთ მოცემული შემთხვევიდან რომელიმეს არსებობის შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია, ნივთის მიღებიდან 5 დღის ვადაში შეატყობინოს კომპანიას არსებული ვითარების შესახებ. გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოებები:

– თუ მომხმარებელი იმყოფება რეგიონში ვალდებულია შეტყობინებიდან 5 დღის განმავლობაში, გამოაგზავნოს შეძენილი ნივთი. გამოგზავნის ღირებულებას ფარავს შპს ლეტექსი.

– თუ მომხმარებელი იმყოფება თბილისში ან რუსთავში, ინფორმაციის მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს, კომპანია გზავნის კურიერს ნივთის დასაბრუნებლად.

2. უკან დასაბრუნებელი ნივთი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) არ უნდა იყოს გამოყენებული;

ბ) შეფუთვა არ უნდა იყოს დაზიანებული.

3. უკანდაბრუნებული ნივთის შემოწმება:

ა) უკანდაბრუნებული ნივთის შემოწმება ხორციელდება მაღაზიის მისამართზე, შესაბამისი პერსონალის მიერ.

ბ) თუ ნივთი აკმაყოფილებს უკანდაბრუნების კრიტერიუმებს, მწარმოებელი გიგზავნით ახალ, უნაკლო ნივთს ან თქვენი მოთხოვნისამებრ გიბრუნებთ თანხას.

გ) თუ ნივთი არ აკმაყოფილებს უკანდაბრუნების კრიტერიუმებს და/ან აღმოჩნდა, რომ თქვენ განზრახ შეცდომაში შეიყვანეთ მწარმოებელი და მიაწოდეთ მცდარი ინფორმაცია, ან დაზიანება გამოწვეულია თქვენი დაუდევრობით, მწარმოებელი უფლებამოსილია არ დაიტოვოს ნივთი და უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე. ამ შემთხვევაში, თქვენ უნდა მიხვიდეთ მაღაზიის მისამართზე და ჩაიბაროთ თქვენს მიერ უკან დაბრუნებული ნივთი. ასევე, ვალდებული ხართ დაფაროთ ნივთის საწყობში დაბრუნების (ტრანსპორტირების) ღირებულება.

4. იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ განაცხადებთ 5 სამუშაო დღის ვადაში ნივთის ნაკლის შესახებ, ნივთი ითვლება უნაკლოდ და თქვენ კარგავთ მისი გამოცვლის ან რაიმე ზიანის ანაზღაურების უფლებას,

5. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებლები ნივთის ისეთ ნაკლზე, რომელიც წარმოიშვა თქვენთვის ნივთის გადმოცემის შემდეგ და არ არის გამოწვეული ქარხნული წუნით ან ჩვენს მიერ ნივთის დაზიანებით;

6. იმ შემთხვევაში თუ ნივთის გამოცვლა, შეკეთება ან ზიანის სხვაგვარად აღმოფხვრა შეუძლებელია და ეს ზიანი გამოწვეულია ჩვენს მიერ ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთის მიწოდების ვალდებულების დარღვევით, თქვენ უფლება გაქვთ აირჩიოთ იმავე ღირებულების სხვა ნივთი ან მოითხოვოთ თანხის დაბრუნება;

7. თქვენ უფლება გაქვთ გააუქმოთ შეკვეთა ჩაბარებამდე ნებისმიერ დროს. შეკვეთის აღებიდან მიწოდების ადგილამდე თქვენს მიერ მოთხოვნის გაუქმების შემთხვევაში, თქვენ ვალდებული ხართ დაფაროთ ტრანსპორტირების ხარჯები პროპორციულად.