ავტორი ჟოლო აგვისტო 16, 2022 3417 ნახვა
თუ გსურთ დაიძინოთ მადლიერების ემოციით და მიიღოთ სიმშვიდე, აუცილებლად მიჰყევით წარმატების ექსპერტის თამარ საგინაშვილის რჩევას… ეს თითქოსდა ელემენტარული „ტექნიკა“ დიდ ძალებს შეგმატებთ, მთავარია ირწმუნოთ, არ დაიზაროთ და გააკეთოთ.
თამარ საგინაშვილი: „ძილის წინ გაიხსენეთ ყველა ადამიანი, ვინც შეგხვდათ დღეს, ან ვისაც ესაუბრეთ, ან ვისზეც რაიმე გაიგეთ.
განსაკუთრებით ისინი, ვინც რაიმე დისკომფორტი შეგიქმნათ, ან ნეგატიური გრძნობები გამოიწვია.
გაიხსენეთ სათითაოდ და უთხარით ყველას მადლობა. თუ მიხვდით, რისთვის მოვიდა ეს თქვენს ცხოვრებაში, ხომ კარგი, თუ არადა ისე, უბრალოდ უთხარით მადლობა.
ამით თქვენ გაჭრით იმ ნეგატიურ ენერგეტიკულ კავშირს, რომელიც ყოველთვის მყარდება, როცა ვინმეზე ემოციით ვფიქრობთ.
ფაქტობრივად, თქვენ ამარცხებთ ამით ნეგატივს. ძალას ართმევთ.
და თუ უნდა დაგეძინათ ამ ნეგატივის თანხლებით და მას კიდევ უნდა ემუშავა თქვენს წინააღმდეგ მთელი ძილის განმავლობაში, ახლა თქვენ დაიძინებთ მადლიერების ემოციით და ამ დღიდან მიიღებთ რესურსს და არა ნეგატივს.“