fbpx

გეწუწუნებიან?!

უღრმესი მადლობა Jolo.ge -ს, რომელმაც ბევრი ისეთი პოსტი შემომინახა, დღესაც რომ აქტუალურია:)

როდესაც ვიღაც გაღიზიანებთ, ნერვებს გიშლით, ამით ის უბრალოდ ცუდ ხასიათზე კი არ გაყენებთ, ცხოვრებასაც გიფუჭებთ, იმიტომ რომ ნებისმიერი ასეთი ადამიანი, გარდა იმისა, რომ ზღვა ენერგიას გართმევთ, ახერხებს “ჩაგითრიოთ” ცხოვრების დაბალ სიხშირეებზე 🙂

⤵️⤵️⤵️⤵️⤵️⤵️⤵️⤵️

თქვენ ათას რაღაცას აკეთებთ, რომ პოზიტიურად იაზროვნოთ.

რისთვის?

საბოლოო მიზანი რა არის – მხოლოდ კარგი აზრები თავში თუ ცხოვრების შეცვლა – ის, რომ ვიბრაციების შკალის უფრო მაღალ საფეხურზე ახვიდეთ. 💃💃

ანუ იყოთ სიყვარულში, მადლიერებაში, მიმღებლობაში, ეს ის სიხშირეებია, სადაც “ცხოვრობს” ყველაფრი კარგი, რაც ამ სამყაროშია, ჯანმრთელობიდან დაწყებული და კეთილდღეობით დამთავრებული.☘️🌺🌸🌼🌻🌞💐🌾☘️🌿🍁🎋

ყველას იქ გვინდა ყოფნა თითქოს. მაგრამ უმეტესობა მაინც “ქვემოთ” უკეთ გრძნობს თავს და თან უნდა გააძლიეროს თავისი პოზიციები იმით, რომ ყველა, ვისაც ხვდება, თავისთან “ჩააცუნცულოს” მონადირებული მსხვერპლივით.

წუწუნი, უკმაყოფილება, გადაბრალება, დაყვედრება, პრეტენზიები, დაუნახაობა, უმადურობა, უსიყვარულობა, მიუტევებლობა, მიუღებლობა, შური, ბრაზი, გამუდმებით ნეგატივში ყოფნა, დეპრესია, გაღიზიანება – ის ტრანსპორტიორებია, რომლითაც ქვედა სართულზე მცხოვრებლებს ჩაყავხართ თავისთან.

.⤵️⤵️⤵️⤵️.⤵️⤵️⤵️⤵️

ეს “ლიფტია”, რომელსაც თქვენ მე -40 სართულზე ხვნეშა ხვნეშით ასულს ( საკუთარ თავზე მუშაობით, კითხვით, ვარჯიშით, სწორი აზროვნებით) წამში ჩამოგასრიალებთ პირველ სართულზეც კი არა, არც კომფორტულ სარდაფში, არა, პირდაპირ ვირთხებიან ჯურღმულში ამოგაყოფინებთ თავს..⤵️⤵️⤵️⤵️.⤵️⤵️⤵️⤵️

და მერე ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოთ, ისევ ნაბიჯ-ნაბიჯ, საფეხურ – საფეხურ, ვარჯიშ-ვარჯიშ აიარო გზა ჯურღმულიდან მეორმეოცე სართულამდე, რომ დატკბე ცხოვრების მშვენიერებით, სანამ მორიგი წუწუნა სუბიექტი არ “გაგიბურღავს ტვინს”, არ გამოგიყვანს მოთმინებიდან და ისევ არ “ჩამოგაუმცროსლაბორანტებს” ჯურღმულში.

აი, ამას გიკეთებთ ნებისმიერი ნეგატიური ტიპი.

თქვენ გეგონათ უბრალოდ ნერვებს გიშლიდათ? ის ანგრევს ყველაფერს, რასაც თქვენ აშენებთ.😔😔😔😔😔

ამიტომ ყველაფერი, რასაც გადავყავართ დაბალ ვიბრაციებზე, ცუდ ემოციებში, იქვე უნდა დავასრულოთ.

დაუნანებლად მოიშორეთ თავიდან ასეთი ადამიანი. იქვე დაამთავრეთ მთელი კატეგორიულობით მისი ტირადა.

❌❌❌❌❌❌❌❌❌❌

ვაითუ ეწყინოს?

ცივი წყალი დალიოსო, ამ დროს ამბობენ ხოლმე 😅😅

თქვენი ცხოვრება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რომ ვიღაცას შეიძლება რაღაც ეწყინოს.💯💯💯💯

“ჩემი ცხოვრება ბევრად უფრო ძვირფასია, ვიდრე ის, თუ რას იტყვის რომელიმე წუწუნა”, – უმეორეთ ეს საკუთარ თავს, სანამ ეს არ გახდება თქვენთვის ბუნებრივი ფრაზა.

გინდათ პროფილაქტიკური საშუალება და ასევე, მარტივი გზა წუწუნების ჩამოსაშორებლად?

იყავით იმდენად პოზიტიური და ნათელი, რომ ნეგატიურ ადამიანებს თქვენს ახლოს გავლაც კი უჭირდეთ. არ აყვეთ და არ მიცეთ საშუალება “ჩაგითრიონ”. დარჩით თქვენს ხალისში, სიყარულში, კარგ აზრებში და ისინი თვითონ მოგშორდებიან.

თამარ საგინაშვილი