fbpx

ყველაზე მოთხოვნადი ონლაინ კურსები

თამარ საგინაშვილის ავტორობით

24 ნაბიჯი შინაგანი ჰარმონიის, სიუხვის და სიმდიდრისკენ

ავტორი: თამარ საგინაშვილი

რა უშლის ადამიანთა უდიდეს უმრავლესობას ხელს კეთილდღეობის შექმნაში?

საკუთარ ძალებში დაურწმუნებლობა, დაბალი თვითშეფასება, განდა “მე არ ვიმსახურებ…” და შიშები - წარუმატებლობის შიში, წარმატების შიში, სიმდიდრის შიში, უფულობის შიში, ბევრი ფულის შიში, კრიტიკის შიში და ა.შ.

საიდან ჩნდება ეს ყველაფერი და როგორ დავძლიოთ?

საგვარეულო ქოუჩინგი "დედის ხაზის გაჯანსაღება"

ავტორი: თამარ საგინაშვილი

რატომ იმეორებენ ხშირად ქალიშვილები დედების ცხოვრებას?

სხვა დროში ცხოვრობენ, სხვა რეალობაში,

სხვანაირი კომფორტი აქვთ, სხვანაირი ტექნოლოგიები…

მაგრამ მაინც დედებს იმეორებენ – არიან მსხვერპლები, მხრებჩამოყრილები, მუდამ დანაშაულის გრძნობით და საკუთარი თავის გაუფასურებით დატანჯულები.

და ცხოვრობენ უქმროდ, ან ლოთ ქმრებთან, ან მოღალატეებთან, ან დესპოტებთან,

ან მათთან, ვინც სულ ამცირებს, სთხოვს მაქსიმუმს და აძლევს მინიმუმს, ექცევა ნივთივით, რომელიც მისი საკუთრებაა…

ჩვენ მივდივართ ჩვენი გვარის ქალების მიერ გატკეპნილი გზით და ვიმეორებთ მათ ბედს. მანამ, სანამ ვინმე ამ გვარის ქალებიდან არ დაფიქრდება

და არ გადაწყვეტს შეცვალოს სცენარები საკუთარი თავის, გვარის სასიკეთოდ.

და იმისათვის, რომ მისმა შვილებმა არასოდეს გაიმეორონ იგივე გზა.

იქნებ შენს გვარში შენ ხარ ეს ქალი?

საგვარეულოს ძალა - ბედნიერი ცხოვრების გასაღები

ავტორი: თამარ საგინაშვილი

საგვარეულო პროგრამები - ეს არის გზა თქვენი ბედნიერი ცხოვრებისკენ.

ბაბუის ნაჭამი ტყემალი თურმე მართლა ჭრის კბილს შვილიშვილს;))

მაშინაც კი, თუ თქვენ არაფერი იცით თქვენს წინაპრებზე და ბებიის და ბაბუის იქით სახელებიც კი არ გაგიგიათ მათი, საგვარეულო სცენარები მაინც მოქმედებს თქვენზე და ქმნის თქვენი ცხოვრების ჩარჩოს, თარგს, ჩონჩხს.

საბედნიეროდ, არასასურველი სცენარების გადაწერა შესაძლებელია.