ვზივარ და ფრაზებს ვაანალიზებ…🔻🔻🔻🔻🔻🔻🔻🔻
“მამაჩემი 60-ის გახდა და მოკვდა, მეც 60-ის მოვკვდები””…
“ჩემები ყველა ადრე წავიდნენ, მეც ადრე წავალ”…
“ოპერაციას არ გავიკეთებ, ეგენი იქიდან ცოცხალს არ გამომიშვებენ”…
და ასეც მოხდა.
3 მაისს 60-ის გახდა, 9 აგვისტოს უკვე აღარ იყო.
რამდენიმე თვე უარს ამბოდა ოპერაციაზე, მერე უცებ დათანხმდა და ოპერაციიდან მეოთხე დღეს გარდაიცვალა.
რა ქვია ამას?
წინათგრძნობა?
საკუთარი თავის დაპროგრამება?
საგვარეულო პროგრამა?
იქნებ შინაგანი გადაწყვეტილება, რასაკვირველია არაცნობიერი – დავიღალე და აღარ მინდა ასე ცხოვრება… და თავის გასამართლებელიც აქვეა – მამა, ახლობები ადრე წავიდნენ…
ძნელი სათქმელია ახლა. ამას ქვია – დაიგეგმაო.
ერთი, რისი თქმაც ახლა მინდა, არის:
– აი, რატომ უნდა იცოდნენ ადამიანებმა საკუთარი ფიქრების და სიტყვების ძალა, აი, რატომ უნდა იცოდნენ მათი მართვა.
ეს ახლა სასიცოცხლოდ აუცილებელია, რადგან, ჩვენი ფიქრები და გაუცნობიერებებლი ბრძანებები ისე სწრაფად სრულდება, როგორც არასდროს.
როგორც უნდა გეჩვენებოდეთ, რომ დაიღლეთ პრობლემებით, შრომით, გაუმართლებლობით, რომ გამოსავალი აღარ არსებობს… აქ ამოსავალი სიტყვაა – გეჩვენებოდეთ… იმიტომ, რომ გამოსავალი არსებობს მანამ, სანამ ჩვენ ეს გვინდა.
სანამ გვინდა, ყოველთვის არსებობოს ალტენატივა, როცა აღარ გვინდა, არც არსებობს.
მაგრამ იმისათვის, რომ ამ ალტერნატივის დანახვა და გამოყენება შევძლოთ, სიტყვის და ფიქრის მართვა უნდა შეგეძლოთ.
ჩემს მეორე წიგნი “ELPOT – როგორ ვაქციოთ ენერგია მატერიად“, სწორედ ამაზეა, ჩვენს უსაზღვრო შესაძლებლობებზე, ჩვენი ფიქრის, სიტყვის და ცოდნის ძალაზე. იმაზე, თუ რა ჯადოსნურ ძალებს ვფლობთ და როგორ ცუდად ვიყენებთ მათ.
ეს წიგნი, როგორ იცით QR კოდებითაა, რომლებსაც ვიდეო-სავარჯიშოებზე გადავყავართ და ერთერთი ვიდეო სავარჯიშო სწორედ იმას ეხება, თუ ჩვენი ფიქრების მეშვეობით, როგორ ვმართოთ რთული სიტუაციები ისე, რომ მაქსიმალურად შევარბილოთ ან სულაც თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი ცუდი შედეგი. გამოცდილი მეთოდია, რომელიც ჩემი ცხოვრების ურთულეს სიტუაციებში გამოვცადე.
ვისაც ცუდი პროგნოზების გაკეთება გიყვართ, თან ემოციურად საკუთარ თავთან თუ ოჯახის წევრებთან მიმართებაში, კარგად წაიკითხეთ ამ პოსტის პირველი სტრიქონები და ამის მერე სანამ რამე ცუდს იტყვით, ათჯერ დაფიქრდით.
წყარო:https://jolo.ge/