თამარ, თქვენთან 24 ნაბიჯს რომ გავდიოდი, ერთ პატარა, ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობდი. 24 ნაბიჯის კურსზე მუშაობის პროცესში ზუსტად იმას ვისახავდი მიზნად, რაც დღეს უკვე მაქვს. ზუსტად ისეთი ბინა მაქვს, დიდი აივნებით, ლამაზი ხედით, ახალ კორპუსში, როგორსაც მაშინ წარმოსახვაში ვქმნიდი. თან, რაც მთავარია, სესხების და ბანკების ჩარევის გარეშე. მართლა მიღწევადია ეს ყველაფერი, თუ გადაწყვეტ და საკუთარ თავზე მუშაობას დაიწყებ. მადლობა თქვენ.
თამარ, ჩემი სიტუაცია გამოუვალი მეგონა, როცა შენთან მოვედი. მქონდა გამაღიზიანებელი, დამღელი სამსახური, პერსპექტივა - ნული, შემოსავალი - მინიმალური. 24 ნაბიჯი რომ დავიწყეთ, მესამე გაკვეთილზე გადავწყვიტე ის, რისი გაბედვაც წარმოუდგენლად მიმაჩნდა - სამსახურიდან წამოსვლა. მახსოვს, მითხარი, ასე უცებ ნუ წამოხვალ, შემოსავალი ხომ გჭირდებაო, მაგრამ რადგან ეს დავუშვი, უკან დახევა აღარ მინდოდა. შევისწავლე საყვარელი საქმე, ფოტოგრაფია, რაზეც ადრე არც კი ვოცნებობდი. ახლა მაქვს ჩემი სტუდია, ვაკეთებ იმას, რაც მომწონს და ვტკბები ამით.
ქალბატონო თამარ! თქვენი ძალიან მადლობელი ვარ. მინდა თავიდან ბოლომდე გამოგყვეთ, რადგან შედეგებს უკვე ვხედავ.მართალია ჯერ სულ ერთი კვირა გავიდა, მაგრამ ჩემი აზროვნებით და ემოციებით მოვიზიდე უამრავი შესაძლებლობა. და ჩემთან ყველაფერი შესანიშნავადაა. წარმომიდგენია, რამხელა წარმატებაზე შეგიძლიათ გაგვიყვანოთ.
გუშინ ორი შემოთავაზება მივიღე სამსახურის, თან ისეთები, ერთმანეთს ხელს რომ არ უშლიან. მხოლოდ მეტი აქტიურობა მომიწევს. დროს სწორად გავანაწილებ და ყველაფერს შევძლებ. მადლობა, ქალბატონო თამარ, თქვენ ჩვენს ცხოვრებას აფერადებთ.
რატომ იმეორებენ ხშირად ქალიშვილები დედების ცხოვრებას?
სხვა დროში ცხოვრობენ, სხვა რეალობაში,
სხვანაირი კომფორტი აქვთ, სხვანაირი ტექნოლოგიები…
მაგრამ მაინც დედებს იმეორებენ – არიან მსხვერპლები, მხრებჩამოყრილები, მუდამ დანაშაულის გრძნობით და საკუთარი თავის გაუფასურებით დატანჯულები.
და ცხოვრობენ უქმროდ, ან ლოთ ქმრებთან, ან მოღალატეებთან, ან დესპოტებთან,
ან მათთან, ვინც სულ ამცირებს, სთხოვს მაქსიმუმს და აძლევს მინიმუმს, ექცევა ნივთივით, რომელიც მისი საკუთრებაა…
ჩვენ მივდივართ ჩვენი გვარის ქალების მიერ გატკეპნილი გზით და ვიმეორებთ მათ ბედს. მანამ, სანამ ვინმე ამ გვარის ქალებიდან არ დაფიქრდება
და არ გადაწყვეტს შეცვალოს სცენარები საკუთარი თავის, გვარის სასიკეთოდ.
და იმისათვის, რომ მისმა შვილებმა არასოდეს გაიმეორონ იგივე გზა.
იქნებ შენს გვარში შენ ხარ ეს ქალი?
ქალებს ჩვენი ქალური ბედი გადმოგვეცემა ჩვენი საგვარეულოს ქალების ხაზით. ამას ახლა საგვარეულო სცენარებს უწოდებენ.
რა არის საგვარეულოს სცენარები?
საგვარეულო სცენარები არის ურთიერთობების მოდელები, რომლებსაც ვიღებთ ოჯახებიდან, საგვარეულოებიდან ისე, რომ ხშირად ვერც კი ვაცნობიერებთ ამას.
ეს სცენარები განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს, მათ შორისაა რეალიზებულობა, საკუთარი ფასეულობის შეგრძნება, სიმყარე და დაცულობა, პირადი ურთიერთობები, ბავშვებთან კომუნიკაციის უნარი, შემოქმედებითი უნარი და შემოსავლის დონეც კი.
დედის საგვარეულო გავსებს თავდაჯერებულობით, საკუთარი თავის და საკუთარი ქალურობის მიმღებლობით, იმ შემთხვევაში, თუ მასთან სრულყოფილი ენერგეტიკული კავშირი გაქვს.
და სწორედ ამ ხაზითვე გადმოგეცა მემკვიდრეობით ის პროგრამები და ამოცანები, რომელთა გადაჭრა შენი გვარის ქალებმა შენამდე ვერ მოახერხეს. აქედანაა საკუთარი ქალურობის მიუღებლობა და ამდენი ქალური, და არა მხოლოდ ქალური, დაავადება.
თუ რაღაც ამოცანა მოვიდა შენამდე მათგან, დარწმუნებული იყავი, შენ მისი გადაჭრა შეგიძლია, მთავარია, იმუშაო სწორად, გაჯანსაღდე და გააჯანსაღო ის, რასაც შენი შვილები ღებულობენ შენგან.
იმისათვის, რომ მიცე თავს ბედნიერი ქალობის უფლება, მნიშვნელოვანია, ჯერ შეივსო საკვები ენერგიით. მხოლოდ მაშინ შენს ცხოვრებაში მოვა შეუდრეკელობა და სიმყარე (დაფესვიანება).
ფორმატი
ეს არის 8 ვიდეო- გაკვეთილისგან შემდგარი კურსი, რომელსაც უსმენ:
სადაც გინდა
როცა გინდა
და რამდენჯერაც გინდა.
ეს ფუფუნებაა 21-ე საუკუნის დაკავებული ადამიანებსთვის.
კურსი არის მთლიანად პრაქტიკული.
აქ არ არის დავალებები, რომლებიც უნდა იმეორო 21, 40, 90 დღე.
ამ პრაქტიკებს აკეთებ ერთხელ. იმეორებ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხვდები, რომ ამ თემაში კიდევ რაღაც დაგრჩა დასამთავრებელი. ამას შინაგანად გრძნობ ძალიან ცხადად.
ან იმეორებ გარკვეული დროის შემდეგ, როცა საჭიროდ მიგაჩნია.
ყოველი გაკვეთილის მერე ივსები საუკეთესო, ნათელი ენერგიით და სიხარულის შეგრძნებით.