თამარ, თქვენთან 24 ნაბიჯს რომ გავდიოდი, ერთ პატარა, ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობდი. 24 ნაბიჯის კურსზე მუშაობის პროცესში ზუსტად იმას ვისახავდი მიზნად, რაც დღეს უკვე მაქვს. ზუსტად ისეთი ბინა მაქვს, დიდი აივნებით, ლამაზი ხედით, ახალ კორპუსში, როგორსაც მაშინ წარმოსახვაში ვქმნიდი. თან, რაც მთავარია, სესხების და ბანკების ჩარევის გარეშე. მართლა მიღწევადია ეს ყველაფერი, თუ გადაწყვეტ და საკუთარ თავზე მუშაობას დაიწყებ. მადლობა თქვენ.
თამარ, ჩემი სიტუაცია გამოუვალი მეგონა, როცა შენთან მოვედი. მქონდა გამაღიზიანებელი, დამღელი სამსახური, პერსპექტივა - ნული, შემოსავალი - მინიმალური. 24 ნაბიჯი რომ დავიწყეთ, მესამე გაკვეთილზე გადავწყვიტე ის, რისი გაბედვაც წარმოუდგენლად მიმაჩნდა - სამსახურიდან წამოსვლა. მახსოვს, მითხარი, ასე უცებ ნუ წამოხვალ, შემოსავალი ხომ გჭირდებაო, მაგრამ რადგან ეს დავუშვი, უკან დახევა აღარ მინდოდა. შევისწავლე საყვარელი საქმე, ფოტოგრაფია, რაზეც ადრე არც კი ვოცნებობდი. ახლა მაქვს ჩემი სტუდია, ვაკეთებ იმას, რაც მომწონს და ვტკბები ამით.
ქალბატონო თამარ! თქვენი ძალიან მადლობელი ვარ. მინდა თავიდან ბოლომდე გამოგყვეთ, რადგან შედეგებს უკვე ვხედავ.მართალია ჯერ სულ ერთი კვირა გავიდა, მაგრამ ჩემი აზროვნებით და ემოციებით მოვიზიდე უამრავი შესაძლებლობა. და ჩემთან ყველაფერი შესანიშნავადაა. წარმომიდგენია, რამხელა წარმატებაზე შეგიძლიათ გაგვიყვანოთ.
გუშინ ორი შემოთავაზება მივიღე სამსახურის, თან ისეთები, ერთმანეთს ხელს რომ არ უშლიან. მხოლოდ მეტი აქტიურობა მომიწევს. დროს სწორად გავანაწილებ და ყველაფერს შევძლებ. მადლობა, ქალბატონო თამარ, თქვენ ჩვენს ცხოვრებას აფერადებთ.
პრობლემები, რომლებსაც ვერ აგვარებ…
სიტუაციები, რომლებიც არ გიშვებს წინ…
ხასიათის თვისებები და ემოციები, რომლებიც ხელფეხს გიკრავს…
ყალიბდება მშობლების და საგვარეულოს სცენარებიდან, გარშემო მყოფთა შეხედულებებიდან და საკუთარი გამოცდილებიდან.
მაგალითად:
თუ ბავშვობაში შეცდომებზე ემოციურად, შეურაცხმყოფელი სახით ხშირად გაძლევდნენ შენიშვნებს და გაკრიტიკებდნენ…
სულ სიღარიბის და წარუმატებლობის ამბები გესმოდა…
გსაყვედურობდნენ, როცა გეგონა, რომ რაღაც ძალიან მაგარი გააკეთე…
თუ სულ სხვებს გადრიდნენ მათ სასარგებლოდ…
თუ არასოდეს ჯეროდათ შენი შესაძლებლობების…
მოკლედ, თუ არ გაღიარებდნენ და არ გაფასებდნენ, არც უპირობო სიყვარულს გაგრძნობინებდნენ, დიდი ალბათობით, შენც ასეთივე დამოკიდებულება ჩამოგიყალიბდა საკუთარი თავისადმი და ბევრ სხვა ნეგატივთან ერთად, “მემკვიდრეობით” მიიღე მარცხის შიშიც.
და არაცნობიერი აკრძალვა – მე კარგს არ ვიმსახურებ…
მარცხის შიში, საბოლოო შედეგის შიში არის ის ძირითადი ბარიერი, რომელიც დგას შენსა და შენი სურვილების ასრულებას შორის.
მარცხის შიში ბევრ კომპონენტს მოიცავს: ეს არის უხერხულობის, კრიტიკის, რას იტყვის ხალხის -ს, მარტო დარჩენის, დამცირების, წარუმატებლობის და ა.შ. შიშები.
შიში მჭიდრო კავშირშია დაბალ თვითშეფასებასთან, დანაშაულის გრძნობასთან, არარეალიზებულობასთან, სიღარიბესთან და კიდევ ბევრ რამესთან.
როგორ გათავისუფლდეთ ამისგან?
საქმე ის არის, რომ ეს ყველაფერი უარყოფითი ენერგიის სახით „ინახება“ შენში.
პროგრამებს და ბლოკებს ქმნის არა თავისთავად ის, რაც მოხდა, არამედ შენი ემოციური დამოკიდებულება ამ ფაქტისადმი. პროგრამას ძალას აძლევს ემოცია.
როცა იწმინდები ამ ნეგატიური ენერგიისგან, ქრება წლობით შემორჩენილი ემოცია, რომელიც განგრევდა და მის ადგილს იკავებს დადებითი ემოცია და პოზიტიური ენერგია.
ეს კი მომენტალურად აისახება შენი ცხოვრების ხარისხზე.
ამ შედეგს უპირობოდ და მარტივად იძლევა კურსი „24 ნაბიჯი კეთილდღეობისკენ“ რომელიც გულისხმობს ნეგატივის უამრავი ნაირსახეობისგან წმენდას.
გრძნობთ ისეთ თავისუფლებას, როგორიც არ გიგრძვნიათ არასდროს.
იწყებთ მოძრაობას ისეთი სიჩქარით, როგორითაც არასდროს გიმოძრავიათ
და ისეთი ძალით, რომ ვერავინ გაგაჩერებთ.
ივიწყებთ, რა არის გაჭიანურება, ეჭვები და გაურკვევლობა,
იწყებთ საკუთარი თავის თამამად გამოხატვას,
აცნობიერებთ საკუთარ პოტენციალს,
და რაღაც მომენტში, საკუთარი ფასეულობის შეგრძნება აღწევს ისეთ დონეს, როდესაც თქვენ თამამად საუბრობთ თქვენს შესაძლებლობებზე, თქვენს პროდუქტებზე, აცნობიერებთ, რა სარგებლის მოტანა შეგიძლიათ და მერე თამამად ყიდით იმას, რასაც მოაქვს სარგებელი ადამიანებისთვის.
კურსის ფორმატი
ეს არის ვიდეო-კურსი. უმეტეს შემთხვევაში, პრაქტიკული სამუშაო ცალკე ჩანაწერია.
აქ არ არის დავალებები, რომლებიც უნდა იმეოროთ 21, 40, 90 დღე.
ამ პრაქტიკებს აკეთებთ ერთხელ ან რამდენჯერმე იმის მიხედვით, რამდენად ბევრი ნეგატივი გაქვთ დაგროვილი.
გაკვეთილები, სადაც ვქმნით ახალს და უკეთესს, შეგიძლიათ გაიაროთ იმდენჯერ, რამდენჯერაც გული გიკარნახებთ.
ყოველი გაკვეთილის მერე ივსებით საუკეთესო, ნათელი ენერგიით და გრძნობთ ენით აუწერელ სიმსუბუქეს.
არ აქვს მნიშვნელობა გაქვთ წარმოსახვის უნარი თუ არა, უბრალოდ, უსმენთ და მიყვებით.