წიგნი საგვარეულოს ძალაზე,
საგვარეულო სცენარებზე, რომლებიც ქმნიან ჩვენი ცხოვრების მონახაზს,
ყველა ქალში არსებულ მაგიურ ძალაზე, რომლის გამოყენებაც აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ რა ცუდი არ დაიმართოს ამ ძალით
და ოჯახურ ფსიქოსომატიკაზე
ნამდვილი ისტორიებით,
ვიდეო გაკვეთილებით
და უცნაური ამბებით, რომლებიც ჯერ კიდევ წიგნის დაწერამდე დაიწყო
ისევე, როგორც ჩემს მეორე წიგნს, “ELPOT – როგორ ვაქციოთ ენერგია მატერიად“, მესამე წიგნსაც მისტიკური ისტორიები ახლავს თან
ჩემს მესამე წიგნი-ტრენინგის “ჯადოსნური სოფელი” წინასწარი გაყიდვა დაწყებულია.
წიგნში არის ტექსტური და ვიდეო- გაკვეთილები და სავარჯიშოები, რომელთა დახმარებით მუშაობთ თქვენი, თქვენი ოჯახის და საგვარეულოს საკეთილდღეოდ.
პირველი ეტაპი: 2024 წლის 1 იანვრამდე წიგნ-ტრენინგს იძენთ 48 ლარად ავტოგრაფ-მესიჯით პირადად თქვენთვის და დახურული ჩათით, სადაც შეგიძლიათ დაუსვათ შეკითხვები ავტორს, გაგვიზიაროთ შედეგები.
მეორე ეტაპი: 2024 წლის 30 იანვრამდე წიგნი-ტრენინგის ფასია 58 ლარი.
მესამე ეტაპი: 1 თებერვლიდან წიგნის გამოცემამდე (სავარაუდო ვადა 2024 წლის აპრილი) – 68 ლარი.
დასკვნითი ეტაპი: გამოცემის შემდეგ წიგნი-ტრენინგის ფასი მინიმუმ 12 ვიდეო გაკვეთილით იქნება 88 ლარი.
ავტორი პირველი ქართული წიგნი-ტრენინგისა „სამასმეერთე მილიონერი“.
ავტორი პირველი ქართული წიგნი ტრენინგისა QR კოდებით და ვიდეო-გაკვეთილებით “ELPOT -როგორ ვაქციოთ ენერგია მატერიად“.
ავტორი ელექტრონილი წიგნისა: „15 ნაბიჯი წარმატებისკენ ანუ რა გინდა შენ“.
განათლება: თსუ ჟურნალისტიკს ფაკულტეტი.
არაფორმალური განათლება: მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო სასწავლო გამაჯანსაღებელი კურსის სამივე საფეხური – მირზაკარიმ ნორბეკოვის სკოლა.
ქოუჩინგის სკოლა – კიევი ტრენერთა აკადემია – კიევი იულია ლოსის ბრენდინგის აკადემია, ვირჯინია სატირის სისტემური ოჯახური განლაგებების მასტერკლასი ნარდონეს სტრატეგიული ფსიქოთერაპიის კურსი ანტონინა ლიტოვკას პოზიტიური ფსიქოთერაპიის სკოლა და ა.შ.
პირველი ისტორია: ცოტა ხნის წინ ერთერთ კურსზე, სადაც ინტუიციის შემოქმედებითად გამოყენებას ვსწავლობ, დავუსვი ჩემს თავს კითხვა: არის დრო დავწერო მესამე წიგნი? თუ ჯერ ადრეა?
დავსვი კითხვა და დავიწყე მორიგი გაკვეთილის მოსმენა, სადაც კურსის ავტორს ქონდა სადემონსტრაციო სესია თავის მასწავლებელთან.
კურსის ავტორი წამიერად დაფიქრდა და…
აბა, გამოიცანით, რა კითხვა დასვა!
რა დავარქვა ჩემს მესამე წიგნსო…
ეს იყო პასუხი ჩემს კითხვაზეც.
გადაწყდა, ვწერ წიგნს.
შემდეგი ისტორია: ვფიქრობ, რა დავარქვა წიგნს?
კარგად ვერ გავიგე, რას „მეჩურჩულებოდა“ ჩემი ინტუიცია, მაგრამ გავიგე, რომ სახელწოდებაში არ უნდა ყოფილიყო ის, რაზეც მე ადრე ვფიქრობდი – საგვარეულო, არამედ ქალი, ქალები, ქალების რაღაც განსაკუთრებულობა.
მიტრიალა და მიტრიალა თავში: ქალი, ალი, მკურნალი… მკურნალი? არის ქალში რაღაც მისტიკური… და რა?
მესამე ისტორია: ვსქროლავ ფბ-ს. რაღაც მოკლე ვიდეოს პირველმა კადრმა ისე მიმიზიდა, თვალი ვერ მოვწყვიტე. კლდის კენწეროზე შეკიდული სოფელი თუ პაწაწუნა ქალაქი იყო, ბინდისას ზემოდან გადაღებული, ვიწრო ქუჩებიც კი იკვეთებოდა და ქუჩებში – მიმწუხრისას ანთებული მოციმციმე ქუჩის სანათებიც, რატუშის პატარა მოედანიც და ცალკეული ბინების სართულებად აკოკოლავებული სახლებიც.
ჩავრთე ვიდეო დაა ... სასწაულად შემიყვარდა თავის ხედიან-მუსიკიანად. ჩემი ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე, ამდენჯერ არაფერი მომისმენია. სამი დღე ვუყურებდი და ვუსმენდი. როგორც გინდათ, ისე გაიგეთ - ზუსტად ვიცოდი, რომ ეს ვიდეო რაღაცას „მეუბნებოდა“, მაგრამ ვერ ვხვდებოდი - რას.
გახსოვთ, მეორე წიგნის სახელწოდება „ELPOT“ წიგნის დაწერამდე 10 წლით ადრე კიევში, ქოუჩინგის სკოლაში, ქვიშაზე დაწერილი რომ წავიკითხე პირველივე სავარჯიშოს დროს?
სამი დღე სულ თავში მქონდა მუსიკა და თვალწინ – კადრები. მესამე დღეს საბას, ჩემს შვილს ვაჩვენე, ნახე, გავგიჟდი, ისე მომწონს. შენც მოგწონს – მეთქი?
საბამ დახედა და – ჯადოსნების სოფელიო, ჩაილაპარაკა.
რააა? ასე ეძახიანო, ჯადოსნების სოფელიო. არც შემიმჩნევია, ქვემოთ ეწერa WITCHES Villages
რა თქმა უნდა!!!!!! აი რას მეუბნებოდა!!! წიგნის სახელწოდებას მკარნახობდა. რასაკვირველია -ქალი – ჯადოქარი, რომელიც ქმნის თავის ცხოვრებას. და აუცილებლად უნდა იცოდეს თავისი ძალა და შესაძლებლობები, რომ ბოროტი ჯადოქრობა არ გამოუვიდეს თავსდაუნებურად (როგორც გამოგვდიოდა ბევრს და ახლაც გამოსდის უმეტესობას).
ბევრი ფიქრის მერე მაინც ცოტა „გადავუხვიე“ და წიგნს „ჯადოსნური სოფელი“ დავარქვი😊 – სასწაულებს უნდა ელოდეთ აქ და იმიტომ.
იყო და არა იყო რა, იყო ერთი მშვენიერი დედამიწა, რომელიც პაწაწინა კუნძულივით იყო ამ უსასრულო სამყაროში.
ამ „კუნძულზე“ საოცარი არსებები ცხოვრობდნენ. საოცრები ბევრი მიზეზის გამო იყვნენ. ჯერ ერთი, მაგნიტურები იყვნენ, ყველას პატარა, მაგრამ უმძლავრესი მაგნიტი ედო თავში და რასაც კი გაიფიქრებდნენ, ყველაფერი მაშინვე, თავისი ფეხით მოუცუხცუხდებოდათ ხოლმე.
მეორე კიდევ, იმით იყვნენ საოცრები, რომ ყველაფერს სწვდებოდნენ – მეზობელ გალაქტიკებსაც კი, ყველაფერზე ფიქრობდნენ, ყველაფერი იცოდნენ საკუთარი თავის გარდა. წარმოიდგინეთ, მაგნიტურები რომ იყვნენ, ესეც კი არ იცოდნენ.
მაგრამ ყოველთვის ასე კი არ იყო. ოდესღაც, ძაააალიან დიდი ხნის წინ, ადამიანები იცნობდნენ და ხედავდნენ საკუთარ თავს, იცოდნენ სამყაროს კანონები და ცხოვრობდნენ ბედნიერად.
და რატომ გახდნენ ასეთი რაღაცნაირები – თითქოს დაბრმავდნენო თვალით და გონებით?
იმიტომ, რომ ოდესღაც ავი ჯადოქრები ცუდად ეხუმრნენ და მრუდე სარკეები დაურიგეს ყველას საჩუქრად. ხომ გაგიგიათ, მუქთა კუბოშიც ჩაწვებაო… ასე მოუვიდათ ადამიანებს, რადგან მუქთა იყო ეს სარკეები, ზიდეს და ზიდეს სახლში.
ამ სარკეში ვინც იხედებოდა, ყველა… თითქმის ყველა ხედავდა საწყალ, ტანჯულ, უბედურ, საცოდავ, არასრულყოფილ არსებას, რომელიც მარტო სიბრალულს და ზოგჯერ ზიზღსაც კი იწვევდა მათში თავისი უსუსურობით.
გადიოდა ასწლეულები, ათასწლეულები და ადამიანები ისევ იყურებოდნენ სარკეში, ისევ ხედავდნენ საცოდავ საკუთარ თავს და ისევ იტანჯებოდნენ თავისი სიპატარავით.
არადა, მაგნიტი ქონდა ყველას ისეთი, მთებს გადმოდგამდა…
მაგრამ ვიღას ახსოვდა მაგნიტი.
რას და მიხვდნენ, რომ ადამიანები ჯადოქრებზე მეტი ჯადოსნები იყვნენ ამ თავისი მაგნიტის წყალობით, განსაკუთრებით, ქალები. ისე, სიმართლე რომ ვთქვათ, ეს სულაც არ იყო ხუმრობა, ჯადოქრებმა რეალურად აურიეს ადამიანებს მზერაც და გონებაც და დაავიწყეს საკუთარი ძალა.
მიგანქააარდი, მიგანქაარდი, შენ არ გეღირსოს საკუთარი თავის სიყვარული…
შენ ვერ დაინახო ვერასოდეს შენი სილამაზე…
შენ არ გეღირსოს შენი ნამდვილი ძალის შეგრძნება…
შენ ვერ დაინახე ვერაფერი კარგი ამ ქვეყანაზე…
ამატებდნენ და ამატებდნენ ჯადოქრები თავიანთ „შელოცვას“. ვითომ ხუმრობდნენ, სინამდვილეში, თავს იზღვევდნენ – ადამიანებსაც თუ ეცოდინებოდათ, რა მაგრები იყვნენ, ჯადოქრებს ვინღა დაუჯერებდა და მაშინ მათ არსებობას რაღა აზრი ექნებოდა?
განსაკუთრებით ქალებს ერჩოდნენ, მიხვდნენ, რომ ისინი იყვნენ მათი რეალური მოწინააღმდეგეები, იმიტომ რომ კაცებს ძალიან მიწიერი რაღაცეები აინტერესებდათ ძირითადად და ქალები კიდევ სულ დაფრინავდნენ, სულ მიედმოედებოდნენ და ხან სად იჭრებოდნენ ჯადოქრების კომპეტენციაში და ხან – სად. 😊
თანაც კარგად ესმოდათ ერთი ჭეშმარიტება ბოროტებს: თუ ქალი ბედნიერია, ოჯახიც ბედნიერია. ამიტომ იმდენი ქნეს, რომ ქალები სულ „მიაჩმორეს“ ისე, რომ ვისაც არ დაეზარებოდა, ყველას მათი დაჩაგვრა შეძლებოდა. მოკლედ, მსხვერპლად აქციეს.
წყევლამ ყველაზე ერთნაირად არ იმოქმედა, ყველაფერი ინდივიდუალურია, მაგრამ საერთო ჯამში, დიიიდი ხნით მიაძინა დედამიწაზე სიხარული, ხალისიც სადღაც გაქრა, ბედნიერება საერთოდ სხვა გალაქტიკაში „გადასახლდა“, აქ რა დამრჩენიაო.
ჰოდა, დაბორიალობდნენ ლანდებივით დედამიწაზე ადამიანები და თვალის გახელას ვერ ასწრებდნენ, რომ უკვე უხუჭავდნენ.
რასაკვირველია, ხანდახან ვიღაც იღვიძებდა, ვარსკვლავივით ჩაიქროლებდა და ბრწყინვალე კვალს ტოვებდა, მაგრამ ესენი ერთეულები იყვნენ.
ასე „მოათვინიერეს“ ჯადოქრებმა ადამიანები, ქალებს ხომ საერთოდ, უკაცრავად გამოთქმისთვის და დედა უტირეს, სულ ყელზე თოკგამობმულივით ატარეს საუკუნეები.