რა არის თქვენი ძირეული ფასეულობები?
ამაში საფუძვლიანად გარკვევა იგივეა, რაც შენობისთვის მტკიცე საფუძვლის ჩაყრა. ამ საფუძვლისთვის „სწორი მასალის“ შერჩევაში ძალიან ეფექტურად გეხმარება საგვარეულოს კურსი, ამიტომ აუცილებლად გამოიყენე ის, თუ უკვე გაქვს შეძენილი. თუ არადა, ამ ცხრილზე იმუშავე.
ვერ დაგპირდები, რომ აქ მუშაობით საგვარეულოსავით ზუსტად მოარტყავ მიზანში, ეს არის როდესაც შენ პოულობ შენს ფასეულობას და პირდაპირ სხეულით გრძნობ, რომ დიახ, ეს არის შენი ბაზისი.
მაგრამ სულ გაურკვევლობა და ჩამოუყალიბებლობაც არ შეიძლება. იმიტომ რომ შენი მიზნები უნდა ეყრდნობოდეს შენს საბაზისო ფასეულობებს.
მაშ, ასე.
მიყევი ამ ცხრილს. წაშალე ყველაფერი, რაც შენი არ არის, რაც არ გეხმიანება.
მეორე ჯერზე წაშალე ყველაფერი, რაზეც ყოყმანიბ, არის ეს ჩემი თუ არაო.
მესამე ჩამოვლაზე შეადარე ერთმანეთს დარჩენილი ფასეულობები: ეს თუ ეს?
ბოლოს თვითეულ სიაში დატოვე სამ-სამი პუნქტი.
ამოწერე ეს სამ-სამი. ჯამში კი გამოგივა 30.
ახლა ისევ გამოხშირვის პრინციპით, შეადარე გვერდით მდგომი ფასეულობები – ეს თუ ეს. თუ ორივე, მაშინ გააგრძელე სხვებთან შედარება. მაგალითად: სამართლიანობა, მოთხოვნადობა, თავისუფლება, ლიდერობა, შრომისმოყვარეობა.
რომელია შენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი და რომელს შეელევი?
სამართლიანობა თუ მოთხოვნადობა? სამართლიანობა. თუ ორივე აუცილებელია, მაშინ ვაგრძელებთ: მოთხოვნადობა თუ თავისუფლება? რასაკვირველია თავისუფლება. თავისუფლება თუ ლიდერობა? თუ ლიდერობა აუცილებელია შენთვის, დატოვე ესეც. ლიდერობა თუ შრომისმოყვარეობა? შეველიოთ შრომისმოყვარეობას)
ესე იგი დაგვრჩა: სამართლიანობა, თავისუფლება, ლიდერობა.
აი, ასე. საბოლოოდ უნდა დაგრჩეს სამიდან ხუთამდე ძირითადი ფასეულობა.
ამის მერე გეცოდინება, რომ მიზანი, რომელიც ემუქრება ამ სამიდან რომელიმეს, ვერ გაგაბედნიერებს.
სიტუაცია, რომელიც გაიძულებს უარი თქვა ამ სამიდან რომელიმეზე, ვერ გაგაბედნიერებს, სასწრაფოდ რამე უნდა იღონო სიტუაციის გამოსასწორებლად და არ უნდა გქონდეს ილუზია, რომ იგივე თავისუფლებას ვინმე გაჩუქრებს..
და პირიქით – საქმე, ადამიანი,სიტუაცია, რომელიც ხელს უწყობს შენი ფასეულობების დამკვიდრებას შენს ცხოვრებაში, ყოველთვის კარგია, იმიტომ, რომ ფასეულობები ქმნის ჩვენს ფუნდამენტს და რაც ამყარებს ჩვენს ფუნდამენტს, ყველაფერი კარგია ჩვენთვის.
ახლა კი გადადი ამ ბმულზე და სერიოზულად ჩაუჯექი ფასეულობების ცხრილს.
https://docs.google.com/spreadsheets/d/1GHJM9OwpbYP18g9PODnkPzxeFuvxVgPT/edit?usp=sharing&ouid=102747077976823451582&rtpof=true&sd=true